“უცებ მოტრიალდა და იმ წაკუზულ ტიპს ტყუპი წიხლი ხია…” – დავით ბაკურაძე

"უცებ მოტრიალდა და იმ წაკუზულ ტიპს ტყუპი წიხლი ხია..." - დავით ბაკურაძედავით ბაკურაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ერთი ახლობელი მყავს ძალიან წყნარი და მშვიდი ადამიანია, მეტსახელად ბრუსლი. ოღონდ ძალიან არ უყვარს ამ მეტსახელის დარქმევის მიზეზის გახსენება..
სახლში ბრუნდებოდა სამსახურიდან, კიბეზე ამავალი უცებ ხედავს, მის კარებს ვიღაც შავგვრემანი მაღალი კაცი ეჩალიჩება..იასნია ქურდია..ამან ვითომ არაფერი, აუარა გვერდი, ვითომ ზემოთ ადიოდა და უცებ მოტრიალდა და ტყუპი წიხლი ხია იმ წაკუზულ ტიპს, რომელიც თავით დაეჯახა კარებს და თავგატეხილი გაიშოტა ზღურბლზე.

ხმაურზე ამის ცოლი გამოვარდა..თურმე იმას გამოუძახებია ხელოსანი, კარი არ იკეტებოდა..”