“კაცი დანდობას არ იმსახურებს! მისი სინსილა უნდა გაწყდეს!” – რა შეემთხვა ია თინიკაშვილს

"კაცი დანდობას არ იმსახურებს! მისი სინსილა უნდა გაწყდეს!" - რა შეემთხვა ია თინიკაშვილსია თინიკაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“გუშინ საღამოს, აღდგომის დღესასწაულზე, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანა ჩემს სავალ ნაწილზე გადმოვიდა და სწრაფი მანევრი რომ არ მომესწრო, ამ პოსტის ნაცვლად, ახლა ,,ვენოკები” ეხატებოდა ჩემს გვერდზე, თუმცა, მაინც მოახერხა და ავტომანქანის სარკეს დაეჯახა. თბილი ამინდი იყო, მინა ჩაწეული მქონდა და ეს სარკის ზედაპირი მთელი ძალით მომხვდა სახეში, საბედნიეროდ, არ დავშავდი.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლი უგონო მთვრალი აღმოჩნდა, მაგრამ მაინც მიცნო (მისი ვინაობა მეც ვიცი).
აღდგომის დღესასწაულის გამო, პატივი ვეცი და ფაქტობრივად, დავფარე დანაშაული.
დღეს, მთელი დღეა ველი, რომ დამირეკავს და სარკის აღდგენას შემომთავაზებს, მაგრამ…
მორალი: კაცი სანდო არასდროს არ არის და არც დანდობას იმსახურებს, უფრო მეტიც, სინსილა უნდა გაწყდეს!”