ნინო ლომჯარია – “გავიკეთე ოპერაცია და ამჟამად ვიმყოფები რეაბილიტაციის რეჟიმში”

ნინო ლომჯარია - "გავიკეთე ოპერაცია და ამჟამად ვიმყოფები რეაბილიტაციის რეჟიმში"ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა:

“მეგობრებო, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ გავიკეთე ოპერაცია და ამჟამად ვიმყოფები რეაბილიტაციის რეჟიმში. თავს უკეთ ვგრძნობ და ვმუშაობ დისტანციურად, თუმცა, საჯარო ცხოვრებაში უახლოესი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიქნები პირადად ჩართული.

იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს. დიდი მადლობა ყველას, ვინც იცოდით და მგულშემატკივრობდით, მადლობა ყველას წინასწარ მხარდაჭერისთვის და კეთილი სურვილებისთვის, რაც ძალიან მაძლიერებს.

ბოდიში, ვინც მწერდით და დროულად ვერ გიპასუხეთ.”