გიორგი ფხაკაძე – “ლამის “კატოკით” გადამიარეს, არადა, 1 წელია, ამას ვამბობ”

გიორგი ფხაკაძე - "ლამის "კატოკით" გადამიარეს, არადა, 1 წელია, ამას ვამბობ"პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ორჯერადად აცრილებს, შესაძლოა მესამე, დამატებითი აცრის გაკეთება დასჭირდეთ, ასე გამოეხმაურა:

“ამას ვამბობ 1 წელია და ყველამ, აბსოლუტურად ყველამ, “კატოკით” გადამიარა…
ეს მერამდენე აღიარებაა?! იქნებ თქვენ დათვალოთ…
ნელ-ნელა ყველაფერი, რასაც მე ვუზიარებდი ჩვენს საზოგადოებას, საბოლოოდ დასტურდება 3-6 თვეში, ზოგჯერ 12 თვე უნდა… როდემდე უნდა ვიყოთ ასე?!
მოუსმინეთ პროფესიონალებს
მოუსმინეთ ექსპერტებს
მოუსმინეთ მეცნიერებას
ვინ არის პროფესიონალი და ვინ არის ექსპერტი, ამას დრო აჩვენებს … და უკვე აჩვენა
გადახედეთ 2020 წლის მარტიდან, ვინ რას აზიარებდა, ვინ რა პოზიციაზე იყო, ვინ და როგორ აფრთხილებდა საზოგადოებას …
დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ …“