“ცხვრის ფარას მოარიდა მანქანა და ხრამში გადავარდა” – თუშეთში ავარიას მძღოლი ემსხვერპლა

"ცხვრის ფარას მოარიდა მანქანა და ხრამში გადავარდა" - თუშეთში ავარიას მძღოლი ემსხვერპლაფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავებულთაგან ერთის ამოყვანა მოხერხდა.

ავარიის დროს გარდაცვლილი მამაკაცი სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია.თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში მძღოლი და ერთი გერმანელი ტურისტი ქალი იმყოფებოდნენ.

მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შუახნის მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის გადარჩენა შეძლეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

“თუშეთისკენ მიდიოდნენ “ტოიოტას” მარკის მანქანით და ე.წ ბოთლის წყლამდე არ მისულმა ცხვრის ფარას მოარიდა მანქანა და სავარაუდოდ, ამ დროს გამოეცალა გზა. რამდენიმე მეტრის სიმაღლეზეა გადავარდნილი. რაც დავინახეთ მძღოლი,ქვემო ალვანელია და ადგილზე იყო გარდაცვლილი, უცხოელი გერმანელი ტურისტი გოგო კი კარგად იყო, თავის ფეხით გადმოვიდა.ამბობენ, ბავშვიც იყოო, მაგრამ კარგად არისო.მეტი არაფერი ვიცით.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო მუშაობს. ისე ცუდი გზა არ არის, მაგრამ სახიფათოა და მეტი ყურადღებაა საჭირო. სულ დამეწყრილი ადგილებია და სიფრთხილეა საჭირო”,- აცხადებენ თვითმხილველები.

იპნ