კითხვაზე: კვერცხის შეწვა თუ იცის გიორგი გახარიამ?
ყოფილი პრემიერი პასუხობს:
„ბევრის, მარტო კვერცხის შეწვა რა არის, გაითვალისწინეთ, რომ 36 წლამდე ვიყავი მარტოხელა, ჩემით ვიმზადებდი ყველაფერს. ღომსაც, ელარჯსაც ჩემით ვამზადებდი. არანაირი პრობლემა არ მაქვს სამზარეულოში. ყველაზე კარგად გამომდის ჩახოხბილი.“
როგორც გახარია ამბობს, სეზონზე საუკეთესო ჩაქაფულს და ჩახოხბილს ამზადებს. ეხერხება ქართული და ევროპული კერძების მომზადებაც.