“არ მითხრათ, იტალიური უნიტაზების ხეხვაზე ვოცნებობდიო” – ემიგრანტ ირმა კაპანაძის წერილი

"არ მითხრათ, იტალიური უნიტაზების ხეხვაზე ვოცნებობდიო" - ემიგრანტ ირმა კაპანაძის წერილიიტალიაში მცხოვრები, ირმა კაპანაძე ემიგრანტებისთვის ავრცელებს ვრცელ მიმართვას:

“აი სრული გულწრფელობით ვკითხულობ და არანაირი ცინიზმი არაა ახლა ამ ჩემს კითხვაში!

იმ ტანჯულ ემიგრანტებს ვეკითხები, მიშას დროს რომ არიან სა”მ”ზღვარგარეთ(😃) წასულები და ბიძინას დროს სახლში გავლით არიან ორჯერ ნამყოფები:

თუ ასეთი კარგი იყო მიშა, ან ახლა ასეთი კარგია ბიძინა, სად მორბოდით? ან მერე რატო არ წახვედით?(ზოგი საერთოდ ბებია-პაპებით, ქმარ-შვილით და ბიძაშვილ-მამიდაშვილებითაა აქ)

ახლა არავინ გამოხტეს და არ თქვას იტალიური უნიტაზების ხეხვაზე ვოცნებობდი და მიშას დროს როგორც იქნა ავისრულეო….ან ბიძინას დროს ვეღარ მოვეშვი, იმდენად კაი რამე ყოფილაო….

აქ რომ ხართ უკვე წლები, თან მოდიხართ და მოსტირიხართ, შვილებს თქვენ არ იცნობთ და შვილიშვილებს, რა გემიშავებათ, რა გებიძინავებათ?

ახლა ვიღაცა შეიძლება კიდეც მოგწონდეს, მაგრამ თავგადაკლული გიჟი მომხრე რო ხარ, ცოტა ხო არ ტეხავს ლამაზებო?

ან კიდევ იქაც შეუმდგარი, არაფერს მოწეული, შტერი და გამოუყენებელი იყავი ვირის ხორცივით და აქ პატარა ფული მაინც მოგცათ ვიღაცამ….

მე ჩემი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენე….ვერ ვივარგე და კი ვარ ახლა, სადაც ვარ, რასაც ვაკეთებ და მაგარი არ მომწონს….და ვინმესტობაც მაგარი დამამცირებელია ჩემთვის!

ჩემი უფასო რჩევა: მოეშვით ამ ისტობას! სირცხვილია!

თქვენ კი არ უნდა გიყვარდეთ, იმათ უნდა უყვარდეთ!

თუ არა, ეს იტალიური უნიტაზები ღმერთით კია ბევრი…..აქ ეგენი, ფბ-ზე მიშა და ბიძინა!🤦‍♀️🤦‍♀️

მეტი რა პატივი გცეთ!”

ფორტუნა