ნაციონალებმა ზაალ უდუმაშვილი თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს

ნაციონალებმა ზაალ უდუმაშვილი თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც მედიას ნიკა მელიამ გააცნო.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს.

როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციას ზაალ უდუმაშვილი ხელმძღვანელობდა.

იპნ