“პეტრე გელბახიანის გახსენება” – კონსტანტინე გამსახურდია

"პეტრე გელბახიანის გახსენება" - კონსტანტინე გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“პეტრე გელბახიანის (1961-2006) გახსენება.
პეტრემ 45 წლის ასაკში დატოვა წუთისოფელი. იმის გამო, რომ ემიგრაციაში ვიყავი, უკვე თავისუფლებაზე მყოფ პეტრე გელბახიანს სულ სამჯერ შევხვდი. უცხოეთში რამოდენიმეჯერ ვმონაწილეობდი შეკრებებში, სადაც ადამიანის უფლებებისთვის მომქმედი აქტივისტები ქართველი პოლიტმატიმრების, მათ შორის პეტრეს საკითხს განიხილავდნენ. ის და უზენაესის დეპუტატი ვიქტორ დომუხოვსკი ხუნტის სპეცრაზმმა დააკავა ბაქოში და ხელბორკილით ჩამოიყვანა 1993 წელს. გამარჯვებული მხარის იუსტიციამ მას დახვრეტა მიუსაჯა – “ყვარლის ტყის საქმის” გამო. ორი წელი ისხდნენ ის და ირაკლი დოკვაძე სიკვდილსმისჯილთა საკანში. შემდეგ განაჩენი შეიცვალა პატიმრობით და 2002 წელს განთავისუფლდა. სასჯელს პეტრეს მამაც, გედი გელბახიანიც იხდიდა.
მოიხსენოს უფალმა ღმერთმა თავის სასუფეველში.
ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„პეტრე გელბახიანის ცხოვრება გაიცრიცა ისე, როგორც მისი ეს სამახსოვრო ჩანაწერი… მისმა სიცოცხლემ ჩაიქროლა ისე, როგორც კაშკაშა მეტეორი ჩაუქროლებს დედამიწას… შევარდნაძემ თითქმის სამი თაობა გელბახიანების ფიზიკურად გაანადგურა, ვერ აიტანა მათი განათლება, ერუდირება და რაც მთავარია, ზვიად გამსახურდიასადმი ამ ცნობილი გვარის მხარდაჭერა… თუკი ვინმეზე იტყვიან ინტელიგენტიო, სწორედ ასეთი იყო პეტრე გელბახიანი, რომელსაც თავისუფლად შეეძლო უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ეცხოვრა, მაგრამ ვერ დათმო თავისი იდეალები, სამართლიანობისადმი მხარდაჭერა და აი, განაჩენიც: უმაღლესი სასჯელი დახვრეტა! შევარდნაძის სასამართლოს მიერ გამოტანილი. ტირანმა განაჩენის აღსრულება მაინც ვერ გაბედა, მაგრამ როგორი იყო უდანაშაულო ადამიანისთვის ორთაჭალის სასიკვდილო საკანში ჯდომა, როცა ყოველ კარის შემოღებაზე ელოდები რომ განაჩენი უნდა აღსრულდეს, შემდეგ კი იყო მრავალი წელი კოლონია… მისი ხანმოკლე თავისუფლება და სამუდამოდ წასვლა მარადისობაში… ავჭალის კოლონიაში ხშირად ვაკითხავდი, წამოსვლისას ერთ დღეს, ზვიად გამსახურდიას წიგნზე „საქართველოს სულიერ მისიაზე“ ეს წარწერა გამიკეთა:-„ძვირფასო ძმაო, ირაკლი! დიდი სიყვარულით მოგესალმები და გისურვებ (ჩემს თავსაც ვუსურვებ), ამ წიგნში გამოთქმული აზრები და პოზიცია, რეალობად ქცეულიყოს! პატივისცემით პ.გელბახიანი“ სახსოვრად დაგრჩესო… და მართლაც, დამრჩა. ასეთ ჩანაწერებს ცრემლის გარეშე ვერ ვკითხულობ… და ასე რამდენი დამრჩა ამ ქვეყნად ნაადრევად წასულების, ზოგჯერ ვფიქრობ რატომ მე? რატომ ცდილობდნენ ყველა ასეთ ადამიანს ჩემთვის დაეტოვებინა რაიმე სამახსოვრო ჩანაწერები და ნივთები? ალბათ იცოდნენ, რომ ეს ადამიანები არასოდეს დამავიწყდებოდნენ და პერიოდულად საზოგადოებასაც შევახსენებდი ღირსეულ ქართველ მამულიშვილებს!“ – წერს ი. შონია.”