ვაჟა მენაბდე: ჩვენთვის პატივია ვემსახუროთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს

ვაჟა მენაბდე: ჩვენთვის პატივია ვემსახუროთ უფროსი თაობის წარმომადგენლებსლიბერთი მომდევნო 7 წლის განმავლობაში, პენსიის მიმღები და სოციალური სარგოს მიმღები 1.2 მილიონამდე მომხმარებლის მომსახურებას განაგრძობს.  მთელი ქვეყნის მასშტაბით „ლიბერთის“ პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების თვალსაზრისით დიდი გამოცდილება აქვს – უკვე 20 წელია, პენსიონერებს ემსახურება და ამ პერიოდიდან 15 წელი ექსკლუზიურად მხოლოდ „ლიბერთი“ ახორციელებს აღნიშნულ მომსახურებას. ახალი ტენდერის პირობები გაჯანსაღდა, შეიცვალა და კონტრაქტით დადგინდა პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ფორმულა.

უფრო დეტალურად სიახლეებსა და ახალი ტენდერის პირობებზე „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე გვესაუბრა

კონკრეტულად რა და როდიდან იცვლება პენსიონერებისთვის?

ახალი ტენდერით გათვალისწინებული პირობები ძალაში 2023 წლის 1–ელი იანვრიდან შევა. მთავარი ცვლილება და გაუმჯობესებული პირობა, რასაც ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ, სესხებზე შემცირებული საპროცენტო განაკვეთია. ხშირად მოგვისმენია საუბარი, რომ ჩვენ 35–40 პროცენტში გავცემდით სესხებს, სხვაგან კი 26% იყო. ეს ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს და ხშირად ლიბერთის ეფექტურ განაკვეთს სხვა ბანკის ნომინალურს ადარებენ ხოლმე. ამ მონაცემებით კი რეალური სურათის დანახვა შეუძლებელია. ჩვენი საკონტრაქტო განაკვეთი ამ დრომდე 30.69% იყო. ახალი ტენდერის პირობებით კი ის 25.8% იქნება.

ახალ კონტრაქტში რამდენიმე ახალი ჩანაწერიც გაკეთდა. კომუნალური გადასახადების გადახდა მოხდება საკომისიოს გარეშე, თანხის შეტანა–გატანა – უფასოდ, ბარათით სარგებლობა უფასოა, წინსწრებისა და ვადაგადაცილების ჯარიმის გადახდა უფასოა. გარდაცვალების შემთხვევაში ვალდებულება ჩამოიწერება. ეს ნიშნავს, რომ ირიბად სიცოცხლის დაზღვევასაც ვთავაზობთ მომხმარებლებს. თუმცა ამ უპირატესობებით, რაც ახალი ტენდერის პირობებშია გაწერილი, ჩვენი პენსიონერი მომხმარებლები ჩვენი კეთილი ნებით აქამდეც სარგებლობდნენ. ახლა კი, კონტრაქტშიც ჩაიდო ეს პირობები.

25.8% არის საპროცენტო განაკვეთის ჭერი და ის არ შეიცვლება?

საპროცენტო განაკვეთი ეგრეთ წოდებულ საპენსიო სესხზე მიბმული იქნება ბანკთა შორის 6-თვიან გაცვლით განაკვეთზე. მარტივად რომ ვთქვათ, სესხზე პროცენტი შედგება ორი ნაწილისგან: წინასწარ დადგენილი საპროცენტო განაკვეთისა და ბანკთა შორის 6-თვიანი გაცვლითი განაკვეთისგან.  წინასწარ დადგენილი საპროცენტო განაკვეთი არის 15%, არის ჭერი, რომელიცარ შეიცვლება. ბანკთა შორის 6-თვიანი გაცვლითი განაკვეთი კი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. როგორც კი ინფლაციის მაჩვენებელი დასტაბილურდება, ეს ცვლადი განაკვეთიც შეიძლება შემცირდეს. ეს კი ნიშნავს, რომ სესხი კიდევ უფრო გაიაფდება.

რის ხარჯზე ხდება სესხების გაიაფება?

ახალი ტენდერის პირობებით, სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მილიონ ლარს გადაუხდის მომსახურე ბანკს. აქამდე ამ მომსახურებას „ლიბერთი“ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ახორციელებდა. რეალურად, სესხი ის პროდუქტია, რომლის გაცემასაც თავისი ხარჯი აქვს, ჩვენ კი ამ კონტრაქტის მომსახურებისთვის ანაზღაურებას არ ვიღებდით. ახალი კონტრაქტით სახელმწიფომ საპროცენტო განაკვეთის ზღვარი დააწესა, თუმცა ამავდროულად ის სოციალური გასაცემლების დისტრიბუციის ხარჯების ნაწილს აანაზღაურებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ შევძლებთშევთავაზოთ სესხები საბაზროზე დაბალ საპროცენტო განაკვეთით.

ხშირად საუბრობდნენ, რომ საპენსიო სესხები არარეალურად მაღალ პროცენტში გაიცემოდა. რეალურად რამდენად ოპტიმალურია არსებული საპროცენტო განაკვეთი?

დიახ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ამ ტიპის სესხები ძვირია. რეალურად კი ეს პირობები არათუ მაღალი, არამედ საშუალო საბაზრო ღირებულებაზე დაბალია. ნებისმიერი სხვა ბანკის საპროცენტო განაკვეთი რომ ნახოთ გადასახადების ჩათვლით, ამაში თავადაც მარტივად დარწმუნდებით. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ლარში გაცემულ არაუზრუნველყოფილ, სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთიიყო საბაზრო პირობების შესაბამისი და ხშირ შემთხვევაში საბაზროზე დაბალიც კი.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ფაქტი, რომ ტენდერში კონკურენტი არ გყავდათ?

ტენდერს წინ დიდი მსჯელობები და საუბრები უძღოდა, რომ საპენსიო მომსახურება რამდენიმე ბანკზე უნდა გადანაწილებულიყო. თუმცა დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ საქმის კეთების სურვილი და რეალურად, შესაძლებლობა სხვას არავის აქვს.ლიბერთის ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება და უკვე ათწლეულების განმავლობაში კარგად აწყობილი ინფრასტრუქტურა აქვს. ეს კი აუცილებელია, რომ პენსიისა და სხვა გასაცემლების გაცემა დროულად და გადაცდენების გარეშე მოხდეს. ვფიქრობთ, რომ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ტენდერში კონკურენტი არ გვყავდა. ეს არ არის ისეთი მარტივი თემა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მილიონზე მეტ ადამიანს ვემსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგვიანების გარეშე, მათ შორის, ბინაზე მიტანით.

ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 100 ახალი ფილიალი უნდა გაეხსნა ნებისმიერ საფინანსო ინსტიტუტს, ვინც მოინდომებდა ტენდერში მონაწილეობას. არსებული ინფრასტრუქტურით სხვა არცერთი საბანკო დაწესებულება მზად არ არის. საჭიროა დამატებითი ფილიალები, მოძრავი სერვისცენტრები, პროგრამული უზრუნველყოფა, თანამშრომლების დატრენინგება, მომზადება.

„ლიბერთი“ კვლავ რჩება ერთადერთ ბანკად, რომელიც პენსიონერებს მოემსახურება. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

ამ ფაქტით, რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ. ჩვენთვის მოსახლეობის ყველაზე პატივსაცემი ნაწილის მომსახურება დიდი პატივიც არის, სიამაყეც და პასუხისმგებლობაც. ძალიან ვცდილობდით აქამდეც და გავაგრძელებთ მცდელობას, რომ უფრო და უფრო უკეთესი შეთავაზებები გავუკეთოთ მათ.