„საქართველო არის რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის გასაღები” – რა შედეგით დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტები

„საქართველო არის რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის გასაღები" -  რა შედეგით დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტებიბოლო პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილის მოხშირებული სამთავრობო ვიზიტები რომ ოპოზიციას გულზე არ ეხატება, ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ საკითხზე რიტორიკული კითხვა სულ ჩნდება – თავად ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრები ხომ არ არის ჭორაობა სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებები ქვეყანაში კი არა, თავიანთ პარტიაშიც არ არიან.
პრემიერის ნებისმიერი ვიზიტი არის ქვეყნისთვის შედეგიანი. ამას თვითონ დიპლომატიის ლექსიკაში დამკვიდრებული ფრაზაც ადასტურებს – ოფიციალური ვიზიტი, ანუ ქვეყნის შიდა-გარე ცხოვრებაზე, პოლიტიკურ დუღილზე, ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პირის ვიზიტი.
ეს ისე, ახლა უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტებს რომ შევეხოთ.
დღეს არსებული მდგომარეობით, გარკვეულ წილად, მსოფლიო პოლიტიკური რუკის გადაჯგუფება მიმდინარეობს და გამონაკლისი არც ჩვენი რეგიონია.
აზერბაიჯან-სომხეთის დაძაბულობა, რომ დროდადრო პიკს აღწევს, ესეც ცნობილია. ღარიბაშვილის შეხვედრა ორივე ქვეყნის მეთაურთან რომ ამ ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლია, ესეც ნათელია.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა:
– რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და არსებული გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებული ძალებით მუშაობენ.
გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მზადყოფნა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.
ღარიბაშვილ-ალიევის შეხვედრა რომ ძალიან შედეგიანი იყო, ამაზე თავად ალიევმა განაცხადა:
– მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს. ასე თუ მოხდება მაშინ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დაისადგურებს და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები იარსებებს.
დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი, – განაცხადა ალიევმა.
შემდეგ იყო ვიზიტი პრაღაში, როცა პრემიერ-მინისტრი, მის ესტონელ კოლეგასთან ერთად, გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ.
– დისკუსიის ფარგლებში, განხილულ იქნა არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.
ლიდერებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული.
„საქართველო არის რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის გასაღები" -  რა შედეგით დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტებიდისკუსიას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი.
ნიუ იორკში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება.
აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის.
შეხვედრა მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც იყო, რომ პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე პრემიერის ვიზიტებს ეხმაურება:
– თქვენ გახსოვთ, პრემიერ-მინისტრის თურქეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტის ერთი ფრაზა გამოვყავი – “საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის გასაღები”. დახვედრის დეტალებზე მეც ვწერდი და აქტიურადაც გაშუქდა (თუმცა ყველა მედიამ არ შეამჩნია). დღეს რაც მოხდა, განცხადებები სამთავრობო წყაროებზე ვრცელდება, ზუსტად ისაა, რასაც ეს ფრაზა ასახავს და რაც მიუთითებს საქართველოს როლის ზრდაზე როგორც რეგიონულ პროცესებში, ასევე სამეზობლო პოლიტიკაში. ესაა ნდობის განმტკიცება პირველ რიგში ჩვენს უშუალო მეზობლებთან და რეგიონის გარე აქტორებთან.
„საქართველო არის რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის გასაღები" -  რა შედეგით დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტებიირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობითა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, აზერბაიჯანის მხარემ საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთს გადასცა 15 ტყვე, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს – დანაღმული ტერიტორიების რუკები. თქვენ გახსოვთ პრემიერის ვიზიტების თანმიმდევრობა – ბაქო, ერევანი, ანკარა, მანამდე – ბრიუსელი. ამ ვიზიტების შედეგიცაა ნდობის გაღრმავება. ღარიბაშვილი, როგორც განცხადებებშია აღნიშნული, უშუალოდ იყო კავშირზე როგორც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ასევე პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან. მივესალმები ასეთ აქტიურ საგარეო პოლიტიკას. ასეთი ნაბიჯები ხელს შეუწყობს მშვიდობას რეგიონში, ნდობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მხარე უკვე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადეს ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული სამუშაოსთვის და მისი როლისთვის აღნიშნულ მოლაპარაკებაში. იმედი მაქვს, სხვა, ჩვენთვის სასიცოცხლო მიმართულებებითაც ასევე აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებთ, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შეთანხმდნენ.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანია სიამოვნებით გაუწევს საქართველოს დახმარებას.
– ბატონო პრემიერო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბერლინში! ევროპულ საბჭოში ამ ზაფხულში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გახსნაზე შევთანხმდით. მოვუწოდებ საქართველოს, ამისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმისკენ. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
წარმატებული ვიზიტების ანგარიშზეა პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტები უნგრეთში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
“ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკასა და კავშირების გაღრმავების აუცილებლობას.
– შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და ჩვენი კავშირების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე მრავალი მიმართულებით. მადლობას ვუხდი უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, – აღნიშნულია „ტვიტერში“.
ეკონომიკური კუთხით ნამდვილად საშური შეხვედრა შედგა პრემიერ ღარიბაშვილსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შორის, რომელიც საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მიმზიდველი კომერციული, სავაჭრო და ტექნოლოგიური ცენტრია და დასაფასებელია მისი მზარდი საერთაშორისო პოზიციონირება ყველა მიმართულებით.
შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰიანს საქართველოში 150 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია აქვს განხორციელებული.