რუსეთის მთავარმა სახელმწიფო სანიტარიულმა ექიმმა, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, ანა პოპოვამ გამოსცა რეკომენდაცია, რომ რუსეთის რეგიონები შავი ჭირის პრევენციისთვის მოემზადონ.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარასკევს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.
„უზრუნველყოფილ იყოს რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების უფლებამოსილი აღმასრულებელი ორგანოებისა და სამედიცინო ორგანოების მზადყოფნა, რომლებიც მიმართული იქნება შავი ჭირის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ბუნებრივი კერების არსებობის ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონებში რეკომენდებულია მოსახლეობის ინფორმირება ჭირის პრევენციის ღონისძიებების შესახებ, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური ჩვენებებიდან გამომდინარე, იმუნიზაციის აუცილებლობის შესახებ.
ამასთან, როორც მედია წერს, ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთში, მათ შორის რუსეთისა და ჩინეთის საზღვარზე, შავი ჭირის 137 კერა გამოვლინდა.