სოციალურ ქსელში გერმანიაში დაკარგულ თიკო დოლიძის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება:
„ჰოსპიტალშია მეგობრებო თიკო. ძალიან ბევრი კითხულობთ და ვიცი გაგიხარდებათ”
თინათინ (თიკო) დოლიძის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
,,დაიკარგა ქართველი გოგონა ბერლინში, თინათინ (თიკო) დოლიძე
(ამჟამად საბუთებში არის როგორც გოდუაძე). ბოლოს ორი დღის წინ ნახეს ქართველებმა შარლოტენბურგის S ბანზე , იყო არაადეკვატურ მდგომარეობაში. ასევე ნახეს გუშინ დილის 9 საათზე , ეძინა მეტროში (S9).ძალიან გთხოვთ იყავით ყურადღებით და სადმე თუ შეამჩნევთ ფოტო გადაუღეთ და აუცილებლად შეგვატყობინეთ! აცვია ლურჯი კედები, ლურჯი ჯინსი, თეთრი მოკლემკლავიანი მაისიური. ვინც ბერლინში ხართ , ხვალ 19:00 საათზე ვიკრიბებით და ძალიან გთხოვთ დაპლიუსდით , შექმნილი გვაქვს ჩათი თინათინისთვის! ადამიანის სიცოცხლეს ეხება საქმე. გავერთიანდეთ ძალიან გთხოვთ!!!” – წერდნენ გავრცელებულ ინფორმაციაში.