მკვლელობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მამამ შვილს რამდენიმე ტყვია ესროლა.
„გურია ნიუსი” ესაუბრა მერის წარმომადგენელს ნარუჯაში. მან ფაქტი დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ მკვლელობის ადგილზე იმყოფება პოლიცია.
„კონფლიქტური ოჯახი არ ყოფილა. არ ვიცი რა მოხდა. პოლიცია გაარკვევს”,_ ამბობს ზვიად მიქელაძე.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვას გულისხმობს.