ჟურნალისტი, მწერალი, გია გაბრიჭიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრებმა გაავრცელეს.
დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ ერთი საათის წინ მეგობარი და მებრძოლი, თქვენთვის კარგად ნაცნობი პიროვნება, ჟურნალისტი, მწერალი დავკარგეთ. საათებში აგვიფრინდა უფალთან და მეც კი გამასწრო უნამუსოდ ჩემს შვილთან ჩახუტებაში.
დღეს დროებით გამოვდივარ ყველანაირი ვირტუალური სივრცეებიდან. მოიხსენეთ მეგობრებო მონაჲ ღვთისა გიორგი…გია“.