თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, თელავს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის ტყეში, ცეცხლის რამდენიმე კერაა.
ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრშია გაჩენილი.
სტიქიის ზონაში ქრობით სამუშაოებში უკვე ჩაერთო ცოცხალი ძალა. ათობით მეხანძრე- მაშველი სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა.
მეხნძრე- მაშველებს, ხანძრის ქრობის პრიცესში, ადგილობრივებიც ეხმარებიან.
ცეცხლის კვამლი ადგილობრივებმა გუშინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. რა ფართობზეა ცეცხლი მოდებული, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.