ასპინძაში კაცს მეხი დაეცა და დაიღუპა

ასპინძაში კაცს მეხი დაეცა და დაიღუპაასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი დაშავდა, მეორე კი გარდაიცვალა – ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 10 სექტემბერს მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეხის ჩამოვადნის დროს ორივე პიროვნება ტყეში იმყოფებოდა.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, ერთი ადამიანი უკვე დაღუპული დახვდა, მეორე კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.