კატეგორია: აქტუალური

„ზურაბიშვილის რეიტინგი „ოცნების“ რეიტინგს ჯურღმულში ჩაიყოლებს – სალომეს მთავარი მინუსი მისი ქედმაღლობაა“

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათი შიდა კვლევის მიხედვით სალომე ზურაბიშვილი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. სულ სხვა სურათი იყო „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატი მესამე ადგილზე გავიდა. „ახალი თაობა“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა იმის გასარკვევად, რამდენად ასახავს სოციოლოგიური კვლევები საზოგადოებრივი აზრის შედეგებს, რა მიზნით ტარდება ეს კვლევები და რას ელოდება ამ არჩევნებისგან. – […]

თორნიკე შარაშენიძე – “მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გავლენ”

პოლიტოლოგი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო თორნიკე, წინასარჩევნო პერიოდში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ჩვენი საზოგადოებისთვის, ამომრჩევლისთვის უცხო არ არის, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფერმა შედეგებზე გავლენა მოახდინოს? – რასაკვირველია, გავლენას იქონიებს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სალომე ზურაბიშვილს რეალური ამომრჩეველი არ ჰყავს. “ქართულ ოცნებას” ძლიერი, პოპულარული კანდიდატი […]

საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული 37 წლის მაია ოთინაშვილი გაათავისუფლეს. როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი იუწყება, ახალგორის ე.წ რაიონნლი სასამართლოს მიერ ოთინაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი “საზღვრის უკანონო კვეთაში” და მას ერთწლიანი პირობით სასჯელი და 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა დაეკისრა. დეფაქტო უწყებაში ირწუნებიან, რომ ოთინაშვილმა საპატიმრო უკვე დატოვა და ის ქართულ მხარეს გადაეცა. საქართველოს მოქალაქე […]

აუდიტის სამსახური ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის ფულის გადარიცხვაზე მოკვლევას იწყებს

ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების მოკვლევას აუდიტის სამსახური იწყებს. იგეგმება ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკების ექიმების გამოკითხვა. პარალელურად აუდიტორები სასამართლოს შემომწირველების საბანკო გადარიცხვებისა და შემოსავლების დაინტერესების თხოვნით მიმართავენ. სამოქალაქო სექტორმა ექიმების მიერ გადარიცხული 200 ათასი ლარის წარმომავლობის გარკვევა აუდიტორებისგან მას შემდეგ მოითხოვა, რაც ჩაჩავას კლინიკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კინტრაიამ 20 ათასი ლარის გადარიცხვის შემდეგ, „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი […]

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო! – ფინალში მან დელ პოტრო 2 სეტში დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩინეთის ღია პირველობის ფინალური მატჩი, რომელშიც ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო ჩოგბურთის სუპერელიტის წარმომადგენელი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა 2 სეტში – 6:4, 6:4 და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ზაზა ხატიაშვილი – “ვანო ჩხარტიშვილის ჩანაწერში 7 სხვადასხვა საუბარია გაერთიანებული და გაკეთებულია 6 მონტაჟი”

“ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს. – ბატონო ზაზა, თქვენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებს იცავთ. თქვენ ხელთ გაქვთ ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის პასუხი, რომლის საფუძველზე ამბობთ, რომ ვანო ჩხარტიშვილის ჩანაწერები დამონტაჟებულია. რას უპასუხებთ ბრალდებას, ზაზა ხატიაშვილი “ოცნების” მხარეს გადავიდაო? – ამ ქვეყანაში ასეთი უტვინო ადამიანები რომ არიან, რომ ადვოკატს თავისი საქმის გამო ცილს წამებენ, ამიტომაა […]

ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთში უჩივლებს

ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთში უჩივლებს. ამის შესახებ ოქუაშვილმა “რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, მზად არის ფრანგ სამართალდამცველებს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა მასალა და ბიძინა ივანიშვილმა, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ, იქაური კანონმდებლოთ აგოს პასუხი. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი აუდიო ან ვიდეო მასალა, ოქუაშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს. “ახლა გადავწყვიტეთ, რომ […]

“ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილს მუჯლუგუნი უთავაზა” 

რისთვის ემზადებიან პარლამენტის თავმჯდომარე და მისი გუნდი, ვის მიაქვს ივანიშვილთან არასწორი ინფორმაციები, ვინ გამოაცხადა ქვეყნის არაფორმალურ მმართველად ნიკა გვარამია?  – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. – გადაცემა “რეაქციაში” ირაკლი კობახიძის გამოსვლამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. პარლამენტის სპიკერი გვიმტკიცებს, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა. არადა ცოტა ხნის წინ კვირიკაშვილი თანამდებობიდან სწორედ […]

“ქართულ ოცნებას” უკვე ყველაფერი ერთბაშად აუფეთქდა”

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ოპოზიცია ვერ იყენებს ხელისუფლების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებს. ამ და სხვა თემებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას. შოთა მალაშხია: – ხელისუფლების შეცდომები მარტო უხეში კი არა, დანაშაულებრივია. ეს ისეთი ნაბიჯებია, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ ყველას ერთად კრავს. რამდენიმე საკითხმა ერი და ბერი გააერთიანა. “ქართული ოცნების” ლიდერების გამოსვლებიდან გამომდინარე, […]

“კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა იმდენი რამე იციან, ხელს ვერავინ მოკიდებს”

რით განსხვავდება დღევანდელობა 90-იანი წლებისგან, ვისი მითითებით ახევენ ბიზნესმენებს ფულებს, ვის ინტერესებშია არეულობა, რატომ არ სთხოვენ პასუხს კორუმპირებულ ჩინოსნებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპების” ხელმძღვანელი ჯელალ ქიქავა ესაუბრება. ჯელალ ქიქავა: – ბოლო პერიოდი სულ იმას ვამტკიცებ, რომ თბილისი კორუფციის დედაქალაქად გადაიქცა. თბილისთან ერთად კორუფციის ჭაობში ჩაიძირა მთელი საქართველო. სანთლითაც […]