ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო! – ფინალში მან დელ პოტრო 2 სეტში დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია.

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩინეთის ღია პირველობის ფინალური მატჩი, რომელშიც ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიო ჩოგბურთის სუპერელიტის წარმომადგენელი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა 2 სეტში – 6:4, 6:4 და ტურნირის გამარჯვებული გახდა.