ტყიბულში ქუმსიშვილს დაუპირისპირდნენ – “რატომ ხოცავთ ხალხს!”

ტყიბულში ქუმსიშვილს დაუპირისპირდნენ - "რატომ ხოცავთ ხალხს!"ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ჩავიდა, სადაც გამთენიისას მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქუმსიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.ერთ-ერთი გარდაცვლილის, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის და, ეკონომიკის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

“რატომ ხოცავთ ხალხს,”- მიმართეს ქუმსიშვილს.

ტყიბულში, მინდელის სახელობის სახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. დაწესებულების დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ნიუპოსტი