კატეგორია: აქტუალური

 თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი: „საქართველოს ყველა მებრძოლზე რუსეთს მონაცემები აქვს“

 თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი: „საქართველოს ყველა მებრძოლზე რუსეთს მონაცემები აქვს“

თადარიგის პოლკოვნიკი, უკრაინაში მებრძოლი დავით მაყიშვილი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: – არაერთხელ იქნა გაჟღერებული მასმედიით და არა ერთი ფაქტი იქნა გახმაურებული, ბოლო წლებში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებიდან საიდუმლო ინფორმაციის, მათ შორის მოქმედი და თადარიგში გასული სამხედრო მოსამსახურეების პირადი მონაცემების გადინების შესახებ, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით რუსეთის ფედერაციის დაზვერვისა და სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. მრავალი შემთხვევის მოწმე გავხდით თუ როგორ […]

„ივანიშვილი კვირიკაშვილის გასაშვებად საბაბს ეძებს“

„ივანიშვილი კვირიკაშვილის გასაშვებად საბაბს ეძებს“

გიგლა ბარამიძე: “ოცნებაში” რღვევის პროცესი დაიწყო“ რა ხდება მმართველ გუნდში, რატომ გააპროტესტა კვირიკაშვილმა მოსამართლეების ნაწილის უვადოდ დანიშვნა, ვინ ემზადება “ოცნებიდან” გასაქცევად, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი, როგორ რყვნის საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩებს? – ამ თემებზე „ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.” – მოსამართლეების ნაწილის უვადოდ დანიშვნას საზოგადოების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. აღშფოთებულთა შორის აღმოჩნდა ქვეყნის პრემიერიც. […]

მოსამართლე ირაკლი შავაძე დახმარებას ითხოვს – „37 წელი რომ იყოს, დამხვრეტდნენ“

მოსამართლე ირაკლი შავაძე დახმარებას ითხოვს - „37 წელი რომ იყოს, დამხვრეტდნენ“

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე მესამე სექტორს დახმარებას სთხოვს. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში განაცხადა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლას ახორციელებს და მოსამართლის საქმიანობაში ჩრევას ცდილობს. ირაკლი შავაძის თქმით, დავით მამისეიშვილმა პროკურატურასთან შეთანხმებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისციპლინური დევნა დაიწყო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძე ეჭვობს, რომ […]

“ანა დოლიძეს ჯარში ჰომოსექსუალების შეყვანა უნდოდა”

"ანა დოლიძეს ჯარში ჰომოსექსუალების შეყვანა უნდოდა"

რის გაკეთებას აპირებდნენ თინა ხიდაშელი და ანა დოლიძე თავდაცვის სამინისტროში, რაში უნდა მივბაძოთ ამერიკას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება.   ნიკოლოზ მჟავანაძე: – ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი, როცა ანა დოლიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს აღიარებითი ჩვენება მისცა. კერძოდ, აღიარა, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსულ არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივას” აწვდიდა […]

გიორგი კვირიკაშვილი მოსამართლეების წინააღმდეგ

გიორგი კვირიკაშვილი მოსამართლეების წინააღმდეგ

– რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია საუბარი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხს შეეხება. […]

მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია

მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია

თოქ-შოუ პროფილის ფეისბუკგვერდზე მაია ასათაინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. – სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ. იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს. მადლობა გვერდში დგომისთვის – ნათქვამია გადაცემის განცხადებაში. ნიუპოსტი

ივანიშვილმა კალაძეს პირველი გაფრთხილება მისცა

ივანიშვილმა კალაძეს პირველი გაფრთხილება მისცა

თბილისის საკრებულომ ორი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი დაამტკიცა კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ირაკლი გვილავამ დაიკავა, ხოლო ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – რუსუდან მირზიკაშვილიდაამტკიცეს. თავდაპირველად ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ვახტანგ ჯოხაძე წარადგინა, თუმცა მას შემდეგ, რაც თბილისის მერიიდან საკრებულოს დასამტკიცებელ კანდიდატთა ნუსხა გაეგზავნა აღმოჩნდა, […]

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე თავდასხმა ხორცილდება იმ დროს, როდესაც მარგველაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან შეხვედრებს მართავს. – რაც შეეხება პრეზიდენტის წინააღმდეგ გუშინდელ განცხადებებს, მორიგი არაადეკვატური თავდასხმა ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტზე, რაც ახალი არ არის და რომ გითხრათ, ძალიან ვნერვიულობთ, ასე არ არის. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმები ხორციელდება იმ პერიოდში, როდესაც […]

ოთარ ანგურიძე – “დაგროვებითი საპენსიო სისტემა ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს”

ოთარ ანგურიძე - "მხოლოდ დიზელის შემოტანის აკრძალვა საკმარისი არ იქნება"

ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე საუბრობს. – ბატონო ოთარ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპენსიო სისტემის რეფორმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რომ დაგროვებითი პენსიის ამოქმედებას ალტერნატივა არ გააჩნია. რამდენად იზიარებთ ამ პოზიციას? – საპანსიო რეფორმას ალტერნატივა რომ არ აქვს, ამაში ნამდვილად ვეთანხმები. პენსია იმ სახით, როგორც დღეს ჩვენთან არსებობს, არ არის პენსია. […]

მეუფე შიო – ”თუ მარხვა, სიმდაბლის ნაცვლად, ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს, ყოველდღე ხორცი ჭამო”

მეუფე შიო - ”თუ მარხვა, სიმდაბლის ნაცვლად, ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს, ყოველდღე ხორცი ჭამო”

– თუ მარხვა სიმდაბლის ნაცვლად ამპარტავნებად გექცა, ამას სჯობს ყოველდღე ხორცი ჭამო, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მარხვის მნიშვნელობაზე საუბრისას მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ადამიანისთვის საიდუმლო უნდა იყოს. – უფალი ამბობს, როცა მარხულობ, ნუ ეჩვენები ადამიანებს, ანუ სხვების მოსაჩვენებლად ნუ აკეთებ ამას, არამედ საიდუმლო იყოს შენი […]