უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, სასტუმრო „ლეო გრანდის“ დააჯარიმების ფაქტს ადასტურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ სასტუმრო შესაბამისმა სამსახურებმა ჯერ გააფრთხილეს შემდეგ კი დააჯარიმეს. მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება და ყველა კითხვაზე იქნება პასუხი და რეაგირება იქნება უმკაცრესი. – მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კომპანია, სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები. დაჯარიმება და შემოწმება მოხდა […]
კატეგორია: აქტუალური
გამოძიება ტერაქტის ვერსიაზეც მუშაობს?
არაა გამორიცხული, რომ გამოძიება ტერაქტის ვერსიაზეც მუშაობდეს. – გამოძიება დაადგენს, შეფასდება, ყველა დეტალის, ნიუანსის სამართლებრივი შეფასება, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე. ეს განცხადება ცოტნე ანანიძემ მედიაში გასული ინფორმაციების პასუხად გააკეთა, რომლებიც ტერაქტის შესაძლებლობას ეხებოდა.
”ქართულმა ოცნებამ” სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია წარადგინა – ვინ ამბობს სწორს, ირაკლი კობახიძე თუ ზაზა გაბუნია
_ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს. ამის შესახებ 24 ნოემბერს გვიან საღამოს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მის თქმით, შეხვედრაზე სულ 7 კანდიდატზე იყო საუბარი, თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაასახელა. _ მათ შორის განიხილებოდა ის კანდიდატები, რომლებიც შემოთავაზებული იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოოდ […]
„ახმედ ჩატაევს პანკისში ოჯახი ჰყავს და შეიძლებოდა დაბრუნებულიყო, ჩვენს სახელმწიფოსთან რაიმე პრობლემა არ ჰქონდა“
ახმედ ჩატაევს პანკისში ოჯახი ჰყავს და შეიძლებოდა დაბრუნებულიყო, ჩვენს სახელმწიფოსთან რაიმე პრობლემა არ ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო საქართველოში შემოსვლა, – ამის შესახებ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩატაევის ყოფილმა ადვოკატმა, ნინო ანდრიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ჩატაევს ჩვენს სახელმწიფოსთან რაიმე პრობლემა არ ჰქონდა და მის წინააღმდეგ საქმე არ ყოფილა აღძრული. ანდრიაშვილის განცხადებით, ბოლო დროს მას ყოფილ კლიენტთან […]
უჩა ნანუაშვილი – რატომ გაათავისუფლა ქართულმა სასამართლომ აჰმედ ჩატაევი
სახალხო დამცველმა აჰმედ ჩატაევის საკითხზე განცხადება გააკეთა. უჩა ნანუაშვილი უცხოური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევია. როგორც ცნობილია, ნანუაშვილი 2012 წელს აცხადებდა, რომ ჩატაევი უდანაშაულოა. – სასამართლომ გაათავისუფლა იმის გამო, რომ ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ის იყო დაკავებული. ეს იყო ის რეალობა, მოცემულობა, რომელიც არსებობდა და სასამართლომ ის გაამართლა. ის იყო […]
ვახტანგ ქუთათელაძე: „საზოგადოებამ არც უნდა იცოდეს რა ხდებოდა კულისებს მიღმა“
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვახტანგ ქუთათელაძის შეფასებით, გარედან შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ სპეცოპერაციის ჩატარების დროს არაკოორდინირებული მუშაობა იყო ოპერაციის ჩამტარებლებსა და საზოგადოებას შორის. როგორც ქუთათელაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ არ არსებობდა შტაბი, რომელიც მასმედიის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწოდებდა. ქუთათელაძის შეფასებით, ”ყველაფერი რაღაცნაირად მიშვებული იყო, თითქოს არათუ სპეცოპერაცია ტარდებოდა, არამედ სანახობა გადიოდა […]
ვინ არის მიტროპოლიტი შიო – პატრიარქის თანამოსაყდრის ბიოგრაფიული დეტალები
მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი), რომელიც უწმინდესმა დღეს თანამოსაყდრედ დაასახელა, 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში დაიბადა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე გაიმარჯვა ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე (გავიდა პირველ ადგილზე). 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის […]
სუსი – 1 პირი დაკავებულია, 3 – ლიკვიდირებული
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, როგორც სუს-ის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 სპეცრაზმელი და დაიჭრა 2. ამასთანავე დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტანენტის 2 წევრი.
სავარაუდო ტერორისტები მამა და მისი ორი ვაჟია
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ერთი ოჯახის წევრები არიან. დაუდასტურებელი ცნობთ, პოლიციას ცეცხლი ძმებმა და მათმა მამამ გაუხსნეს. როგორც ირკვევე, სპეცოპერაციისას დაკავებული პირი სავარაუდოდ, რიზვან გორნაკაშვილია. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ უკანასკნელმა ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს თბილისში ბინა დააქირავებინა.
სპეცოპერაცია დასრულდა – სავარაუდო ტერორისტები დაჭრილი არიან
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული სპეცოპერაცის დროს ტერორიზმში ეჭვმიტანილი სამი პირი, რომელიც ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იყვნენ გამაგრებულები, დაიჭრა. არსებობს ინფორმაცია, რომ სასწრაფო დახმარება რამდენიმე ადამიანს კიდევ დასჭირდა, თუმცა უცნობია ვინ არიან დაშავებულები და სად გადაიყვანეს ისინი. სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ტერიტორიას ჯავშანტექნიკა და სპეცრაზმი ტოვებს. იმედინიუსი










