ზურაბ პატარაძე: „სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები“

ზურაბ პატარაძე: „სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები“უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, სასტუმრო „ლეო გრანდის“ დააჯარიმების ფაქტს ადასტურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ სასტუმრო შესაბამისმა სამსახურებმა ჯერ გააფრთხილეს შემდეგ კი დააჯარიმეს. მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება და ყველა კითხვაზე იქნება პასუხი და რეაგირება იქნება უმკაცრესი.
– მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კომპანია, სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები. დაჯარიმება და შემოწმება მოხდა შს სამინისტროს სამაშველო სამსახურის მიერ. რაც შეეხება ტურიზმის დეპარტამენტს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკომენდაციო შეფასება, მითითება, რომელიც შარშან გაიცა მხოლოდ. იყო გარკვეული დარღვევები, შესაბამისად წელს კომისიამ წელს არ განიხილა და არ გასცა შესაბამისი რეკომენდაციები. ეს არის სულ სხვა მოცემულობა, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან იქნება მყისიერი რეაგირება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, დაველოდოთ გამოძიებას, – განაცხადა პატარაძემ.