მარგველაშვილი – ”ეს კონსტიტუცია ”ქართული ოცნების” მიერაა დაწერილი, ჩვენ ვერ მივიღეთ უკეთესი კანონი”

მარგველაშვილი - ”ეს კონსტიტუცია ”ქართული ოცნების” მიერაა დაწერილი, ჩვენ ვერ მივიღეთ უკეთესი კანონი”საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ახალი კონსტიტუციის მიღებით ქვეყანამ ნაბიჯი წინ ვერ გადადგა.

როგორც პრეზიდენტმა “მთავარში” სტუმრობისას აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის მსგავსად, ძალის დემონსტრირებით მიიღო სასურველი კანონპორროექტი. ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყნის მთავარ დოკუმენტს “ქართული ოცნების” მიერ და წერილი და მიღებული უწოდა თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ყველას ვალდებულებაა უკვე მიღებულ კანონპროექტს პატივი სცეს.

– ეს კონსტიტუცია თავის შექმნის პროცესში არის ქართული ოცნების მიერ დაწერილი, მიღებულია ქართული ოცნების მიერ მაგრამ არის ჩვენი სახელმწიფოსი. ჩვენი სახელმწიფო ამ დოკუმენტის პატივისცემაზე დგას. 4 წელიწადი, ჩემი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობის შესრულების პროცესში თავიდან ბოლომდე იმ კონსტიტუციის ერთგული ვიყავი, რომელიც არ იყო არც ჩემს მიერ მიღებული და არც ჩემი მეგობარი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული, მაგრამ მთავარი იყო, რომ ეს არის დაწერილი კანონი, რომელსაც ყველა ვემორჩილებით.

ჩვენ ვერ მივიღეთ უკეთესი კანონი, ვერ გადავდგით წინ ნაბიჯი, ვერ გავხდით სხვანაირები, როგორებიც ვიყავით “ნაციონალური მოძრაობის” დროს, როცა ძლიერი თავის ძალით ხელს უწევს თავის მოქალაქეს, რომელიც ძალიან ეფემერულია რაც გამოჩნდა დღესაც ასეთები ვართ – ”მე მაქვს ძალა და მე მივიღებ კონსტიტუციას”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიუპოსტი