დიდი ალბათობით, წინასწარი შედეგების თანახმად, ქუთაისში მეორე ტური გაიმართება. ამ დროის მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.61%, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 27.05% მიიღო. ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის, 124-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები უკვე თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადააგზავნა და მონაცემების მიხედვით, ვერც ერთმა მერობის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
კატეგორია: აქტუალური
ალეკო ელისაშვილი: “თუ კალაძე მოახერხებს, რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი, მე მხოლოდ მივესალმები”
არჩევნების მეორე დღეს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგი გამართა. ალეკო ელისაშვილმა რომელმაც ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ხმების 17% მიღება შეძლო და მეორე ადგილზე გავიდა, თავის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აქცენტი არჩევნებში უთანასწორო ბრძოლაზე გააკეთა: – ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ათიათასობით ადამიანის, თბილისელების მხარდაჭერა, რომლებიც მოვიდნენ და ხმა ჩემს გუნდს და მე მომცეს. მათ ხმა მისცეს უკეთეს […]
საბოლოო პარტიული ეგზიტპოლი – „ოცნება“ – 58%, ნაციონალები – 17%, ევროპული საქართველო – 9%, პატრიოტთა ალიანსი – 5%, “დემოკრატიული საქართველო” – 3%, ლეიბორისტები – 3%, “ახალი საქართველო” – 3%, რესპუბლიკელები – 2%
“ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები ცნობილია. პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 58% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17% „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო” – 9% „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 5%. “დემოკრატიული საქართველო” – 3% “ლეიბორისტული პარტია” – 3% “ახალი საქართველო” – 3% “რესპუბლიკული პარტია” – 2% შეგახსენებთ რომ ეს არის მთელი დღის მონაცემი.
”ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლის შედეგებით, კახა კალაძემ 54%, ზაალ უდუმაშვილმა – 15%, ალეკო ელისაშვილმა კი 14% მიიღო
ორგანიზაცია ”ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი კანდიდატმა ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 15%-ით დაიკავა. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 14%-ის მხარდაჭერა მიიღო. ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი “რუსთავი 2”-ის […]
გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, – აღნიშნულ ინფორმაციას ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ოთარ კახიძე ავრცელებს. კახიძე აქვე აღნიშნავს, რომ ”გასულ წელს ”ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დელეგაციასთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ გიგი წერეთელს ეს პოზიცია არ დაეკავებინა”. ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის, იმიჯისთვის და საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების […]
ლევან ნატროშვილი: “თბილისში ვითარება საარჩევნოდ შეიძლება დაიძაბოს”
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დღეს თბილისის მოსახლეობას წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევის შედეგებს გააცნობს. თუ როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რა სახის დარღვევები დაფიქსირდა, რამდენად კანონიერად მიიღეს პარტიებმა შემოწირულობები? “ახალი თაობის” ამ და სხვა კითხვებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი პასუხობს. – ლევან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდმა უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. სხვა შეფასებები გვესმის ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. […]
მიხეილ ჯანელიძე: „რუსეთი განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას“
მიხელ ჯანელიძე დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, რუსეთის ფედერაცია ე.წ. ხელშეკრულებებით განაგრძობს ქართული რეგიონების შთანთქმას. შეხვედრა ევროპარლამენტში ამჟამად კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. „ევროპის ერთიანობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი იმედია. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ძლიერი ენთუზიაზმის მქონე სახელმწიფოა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, სწორედ ევროპული მისწრაფებების შედეგია. […]
თორნიკე მამალაძე: “მამა გიორგი მამალაძე გაწირეს”
გასულ კვირას სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ციანიდის საქმეს შეისწავლის. აქამდე სინოდის წევრები აცხადებდნენ, რომ სრულად ენდობოდნენ პროკურატურას. სინოდის ბოლო გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა იმედი, რომ ციანიდის საქმეზე დაკავებულმა მამა გიორგიმ შესაძლოა, თავისი უსამართლობის დამტკიცება შეძლოს. საზოგადოების იმედიანად განწყობილი ნაწილისგან განსხვავებული მოლოდინები აქვს დეკანოზის ოჯახს. მამა გიორგის ძმა, თორნიკე მამალაძე, “ახალ […]
მამუკა გამყრელიძე: „როცა რუსეთის მოქალაქე აღარ ვიქნები, პოლიტიკაში მაშინ მოვალ“
ყოფილი დიპლომატის, მამუკა გამყრელიძის განცხადებამ, რომ ის დღესაც რუსეთის მოქალაქეა და იქ უძრავ ქონებას ფლობს, საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ახალი თაობა“ ამ და სხვა საკითხებზე მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა. – ბატონო მამუკა, ძალიან ბევრმა გაგაკრიტიკათ იმის გამო, როდესაც განაცხადეთ, რომ თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ და იქ უძრავ ქონებასაც ფლობთ. ითქვა ისიც, რომ თავის დროზე სწორედ […]
ანზორ აბრალავა: „ნაცმოძრაობა რევოლუციის იმიტაციას ახდენს“
ბოლო დროს საქართველოში მომრავლებული ქუჩის აქციების ორგანიზებას ახდენენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ანზორ აბრალავას. ანზორ აბრალავა: – აქციების მოწყობაში განსაკუთრებულად აქტიურია ნაციონალური მოძრაობა. ძალებს არ იშურებენ ასევე ამ პარტიიდან გამოყოფილი ორგანიზაციები. ეს ერთნაირი მენტალობის ხალხია. 20 და 25 წლის წინ ზოგი […]










