გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, – აღნიშნულ ინფორმაციას ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ოთარ კახიძე ავრცელებს.

კახიძე აქვე აღნიშნავს, რომ ”გასულ წელს ”ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დელეგაციასთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ გიგი წერეთელს ეს პოზიცია არ დაეკავებინა”.
”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის, იმიჯისთვის და საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გააქტიურებისთვის, ასე რომ – გილოცავთ ყველას! გიგის ვუსურვებ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად გაართმევს თავს ახალ პასუხისმგებლობას.
შეგახსენებთ, რომ შარშან ”ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დელეგაციასთან ერთად გააკეთა ყველაფერი, რომ გიგის არ დაეკავებინა ეს პოზიცია, მაგრამ სამართალმა პური ჭამა”, – წერს ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ოთარ კახიძე Facebook-ის გვერდზე.

ინტერპრესნიუსი