მიხეილ ჯანელიძე: „რუსეთი განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას“

მიხეილ ჯანელიძე: „რუსეთი განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას“მიხელ ჯანელიძე დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, რუსეთის ფედერაცია ე.წ. ხელშეკრულებებით განაგრძობს ქართული რეგიონების შთანთქმას. შეხვედრა ევროპარლამენტში ამჟამად კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
„ევროპის ერთიანობა ჩვენი რეგიონისთვის დიდი იმედია. ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ძლიერი ენთუზიაზმის მქონე სახელმწიფოა. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, სწორედ ევროპული მისწრაფებების შედეგია.

ევროკავშირის ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ და მისი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ყველასთვის ცნობილია, რომ გრძელდება ჩვენი რეგიონების ოკუპაცია რუსეთის მიერ და ის განაგრძობს ჩვენი რეგიონების შთანთქმას ე.წ. შეთანხმებებით,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.