კატეგორია: აქტუალური

ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს ტოვებს

ალეკო ელისაშვილი - "ივანიშვილს გონია, რომ თბილისი არის მისი ყანა"

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ტოვებს. ეს გადაწყვეტილება ალეკო ელისაშვილმა განსხვავებული აქცენტების ეთერში გაახმოვანა. „მე ღიად და საჯაროდ ვამბობ, რომ მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. ორშაბათს დავწერ განცხადებას და თბილისის საკრებულოს აპარატს ჩავაბარებ და მოვუწოდებ თითოეულ ჩემს კოლეგას, რომ დავტოვოთ. სხვათა შორის, მოვუწოდებ, როგორც ოპოზიციონერ დეპუტატებს, დავტოვოთ, გუშინდელის შემდეგ უბრალოდ უფლება არ გვაქვს […]

დაპირისპირება კუმურდოში – ადგილზე გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა

დაპირისპირება კუმურდოში - ადგილზე გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა

ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. ის მოსახლეობასთან მოლაპარაკებას ეკლესიაში აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო jnews.geავრცელებს. დაპირისპირება მოსახლეობასა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწყო რაც ეკლესიის ეზოში ადგილობრივებს წინაპართა ძვლების საფლავზე, ქვაჯვარის დადგმის ნება არ მისცეს. ნიუპოსტი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ნაწილი ივანიშვილს ოფიციალურად გადაეცა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ნაწილი ივანიშვილს ოფიციალურად გადაეცა

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანია „ბიზნესდეველოპმენტს“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლსა და მწვანე კონცხის ნაწილზე მიწის ნაკვეთები გადაეცა. საუბარია ბოტანიკური ბაღის სანაპირო ზოლის 6 ათას კვ. ტერიტორიისა და 1.500 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემაზე. კომპანიისთვის ტეროტორიის გადაცემას მხარი საკრებულოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემამდე საკრებულოს სხდომაზე ხმაურიც იყო. ოპოზიცია ტერიტორიის „ბიზნესდეველოპმენტისთვის“ გადაცემას აპროტესტებდა

დააკავებენ თუ არა მეუფე პეტრეს და მეუფე დიმიტრის

დააკავებენ თუ არა მეუფე პეტრეს და მეუფე დიმიტრის

ნიკოლოზ მჟავანაძე: “ოხანაშვილი საპატრიარქოს არაფორმალური მმართველი იყო” რა კავშირი აქვთ ნაციონალებს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან, ვის უნდოდა პატრიარქის იზოლაციაში მოქცევა, უნდა ველოდოთ თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დაკავებას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. ნიკოლოზ მჟავანაძე: – სოსო ოხანაშვილი არის მეუფე დიმიტრის სიძე, დეკანოზი გიორგი მამალაძეც მეუფეს კადრად ითვლება. თავიანთი […]

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მსჯავრდებული საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს. როგორც ცნობილია, გიორგი მამალაძემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ახლობლებთან სატელეფონო კავშირის განხორციელება ვერ შეძლო. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატები აცხადებენ, დეკანოზს ახლობლებთან დარეკვა სურდა, თუმცა, დაკავშირება ვერ შეძლო, ციხის ადმინისტრაციამ კი განუცხადა, რომ სავარაუდოდ ტელეფონს მიღება არ ჰქონდა. […]

გუკა რჩეულიშვილმა ”ცენტრ პოინტი” გაყიდა

გუკა რჩეულიშვილმა ”ცენტრ პოინტი" გაყიდა

– “ცენტრ პოინტი” გაიყიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა. რჩეულიშვილი მყიდველის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკვე დაწყებულია კომპანიის გადაბარების ტექნიკური პროცესი. – მოლაპარაკებები დასრულებულია. ახლა ვიწყებთ გადაბარების ტექნიკურ სამუშაოს. ჩვენ გავყიდეთ კომპანია, უბრალოდ მყიდველის კონფიდენციალურობას დავიცავ და ძალიან მოკლე პერიოდში მყიდველზე ინფორმაციას გაიგებს საზოგადოება. ჩვენი კომპანიის […]

მამუკა მდინარაძე – ”უმრავლესობა მზად ვართ, შევხვდეთ პრეზიდენტს”

მამუკა მდინარაძე - ”უმრავლესობა მზად ვართ, შევხვდეთ პრეზიდენტს”

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. – ჩვენი გუნდის არაერთი წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე ემსახურება მორიგ პიარკამპანიას კონსტიტუციის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ამ შეხვედრას ჰქონდეს პრაქტიკული მიზანი, ვთავაზობთ, შედგეს მისი და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც მზად ვართ, პირადად ავუხსნათ პრეზიდენტს ჩვენი შეთავაზების უალტერნატივო მიზანშეწონილობის შესახებ. საუბარია იმ საკითხებზე, […]

ხვალ 4 საათზე ჩემთან გელოდებით – მარგველაშვილი ”ოცნებას” და პარტიებს პრეზიდენტის სასახლეში იწვევს

ხვალ 4 საათზე ჩემთან გელოდებით - მარგველაშვილი ”ოცნებას” და პარტიებს პრეზიდენტის სასახლეში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო პროცესში, კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. – მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია. ამ […]

„ოხანაშვილი იმუქრებოდა ,,პატრიარქს დედას ვუტირებო”…სინოდის წევრებზე ამბობდა,სანტა-კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო“

„ოხანაშვილი იმუქრებოდა ,,პატრიარქს დედას ვუტირებო"...სინოდის წევრებზე ამბობდა,სანტა-კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო“

  – სოსო ოხანაშვილი ქვეყნის და პატრიარქის მოღალატეა და იქ უნდა ეგდოს, სადაც გდია, – ამბობს პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე. როგორც მამალაძემ გადაცემა ,,რეაქციაში“ განაცხადა, ოხანაშვილი იმუქრებოდა, რომ პატრიარქს ,,დედას უტირებდა“ და იაკობისა და შორენას თავებს აივანზე შეუყრიდა. – ნახევარ სინოდზე ამბობდა, ეგენი სანტა კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო…მძიმე სიტყვებით აქვს ნათქვამი პატრიარქზე […]

“ეს დოკუმენტი არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ კონსტიტუციაზე

"ეს დოკუმენტი არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა"- პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ კონსტიტუციაზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა. ანა დოლიძის თქმით, საქართველომ თანხმობის დოკუმენტის შექმნის ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან. – სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წეს-წყობილებისკენ, […]