დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყოციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. მსჯავრდებული საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს. როგორც ცნობილია, გიორგი მამალაძემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ახლობლებთან სატელეფონო კავშირის განხორციელება ვერ შეძლო.

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატები აცხადებენ, დეკანოზს ახლობლებთან დარეკვა სურდა, თუმცა, დაკავშირება ვერ შეძლო, ციხის ადმინისტრაციამ კი განუცხადა, რომ სავარაუდოდ ტელეფონს მიღება არ ჰქონდა.

მამა გიორგი მამალაძესთან შესულები არიან სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც.

ნიუპოსტი