„რესპუბლიკური პარტია” თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ხუთეულს დღეს წარადგენს. არსებული ინფორმაციით, ქართულ პოლიტიკაში პირველად, თვითმმართველობის არჩევნებში, თბილისის საკრებულოში ასარჩევად იბრძოლებს ღიად ლესბოსელი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე. გავრცელებული ცნობით, ბოლქვაძე “რესპუბლიკელების” სიის ათეულშია. ნინო ბოლქვაძე ბოლო წლებია, აქტიურად არის ჩართული ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლაში.
კატეგორია: აქტუალური
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება. ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს. – სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამო, 19 სექტემბრის 09:00 საათიდან საქართველოს საზღვარზე მოქალაქეების გატარება დროებით შეიზღუდება, – ნათქვამია განცხადებაში. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში აღნიშნეს, რომ ე.წ. […]
გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას“
– ხანდახან მეჩვენება, რომ საქართველოში თამადობა სჯობს პრემიერ-მინისტრობას – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა მიეცა, რათა წარმოედგინა უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა – საქართველო, რომელსაც, პრემიერის თქმით, მეღვინეობის 8.000-წლიანი ისტორია აქვს. – ხშირად ამბობენ, რომ ქართველებს ვენებში სისხლის ნაცვლად […]
ლადო სადღობელაშვილი: “ქართული მარში სასიკვდილო შიმშილობას იწყებს”
რატომ მიუცვივდნენ კახა კალაძეს, ვინ მართავს რეალურად “ქართულ ოცნებას”, რატომ არ აინტერესებთ არჩევნები, რა შემთხვევაში მოითხოვენ მთავრობის გადადგომას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – ლადო, რამდენიმე დღის წინ ქართულმა მარშმა მორიგი აქცია გამართა. კალაძის საარჩევნო შტაბთან მოხდა თქვენი დაკავება. ნაციონალების ოფისებთან გამართულ აქციაზეც თქვენ გიჭერდნენ და რა […]
სააკაშვილი საყვარელიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო ლვოვში ბრუნდება
მიხეილ სააკაშვილმა ჩერნოვციში ვიზიტი შეწყვიტა და ლვოვში ბრუნდება. მიზეზი მისი თანაგუნდელის, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე გახდა. უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს საზღვრის უკანონოდ-ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან. საქმე ერთდროულად სისხლის სამართლის 3 მუხლით არის აღძრული. მათ შორის არის სახელმწიფო საზღვრზე პირების უკანონოდ გადაყვანა, სამართალდამდაცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჯგუფური არეულობის მოწყობა.
ირაკლი პეტრიაშვილი: ’’პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა’’
პროფკავშირებმა ტესტი ჩააბარა, რომ ის არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, – ამის შესახებ პროფკავშირების ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, პროფკავშირების წევრებმა გაუძლეს ზეწოლას და მისი ღვაწლი დააფასეს. პეტრიაშვილმა დელეგატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. – მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, პროფკავშირების წევრებმა გაუძლეს გაუსაძლისს და დააფასეს ის შრომა […]
მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარია ჩიჟმა განუცხადა. – დღეს, 18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილი ჩერნივციში ცენტრალურ მოედანზე იქნება, – განაცხადა მან. მას არ დაუზუსტებია თუ როდის გაემგზავრება მიხეილ სააკაშვილი. პარტიის პრესმდივანმა მარიანა პოშტარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჩერნივციში გამგზავრებამდე ლვოვში გამომცემლების ფორუმზე დასწრებას […]
ამერიკა კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს
აშშ შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და მოითხოვს რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მოეწერა ხელი ამერიკა-საქართველოს სამუშაო ჯგუფის ვაშინგტონში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ. თავდაცვის და უშიშროების საკითხებში მომუშვე ეს ჯგუფი შექმნილია “სტრატეგიული დიალოგის კომისიის” ფარგლებში. – აშშ გამოხატავს შეშფოთებას ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების გაგრელებასთან […]
პაატა ბურჭულაძეს მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელენ
PosTV-ის საგამოძიებო სტუდია პაატა ბურჭულაძეს და ფონდ “იავნანას” საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს. საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა ბურჭულაძის “იავნანა” შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა. საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-იმ დღეს გამოაქვეყნა, ექსპერიმენტალურად დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი […]
მიხეილ სააკაშვილი: „მე უკრაინის პრეზიდენტობას არ ვაპირებ“
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა უკრაინაში ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შექმნით არის შეასძლებელი.საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია “news one”-ს ეთერში უკრაინაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე ისაუბრა. – უკრაინის რეგიონებში დაახლოებით ორ – სამ კვირას გავატარებთ, შემდეგ კიევში ჩავალთ და ხალხის პრეტენზიებს ხელისუფლებას გავაცნობთ. თარიღს დავასახელებთ და არჩევნებს მოვითხოვთ, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია. კრიზისები კი არჩევნებით გვარდება. ხალხმა […]










