სააკაშვილი საყვარელიძის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამო ლვოვში ბრუნდება

მიხეილ სააკაშვილმა ჩერნოვციში ვიზიტი შეწყვიტა და ლვოვში ბრუნდება. მიზეზი მისი თანაგუნდელის, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე გახდა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს საზღვრის უკანონოდ-ჯგუფურად გადაკვეთის ორგანიზებას ედავებიან.

საქმე ერთდროულად სისხლის სამართლის 3 მუხლით არის აღძრული. მათ შორის არის სახელმწიფო საზღვრზე პირების უკანონოდ გადაყვანა, სამართალდამდაცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჯგუფური არეულობის მოწყობა.