პატრიარქის სახლში ტერორისტები არ დაგვიმალავს – ანდრიაძის პასუხი ოხანაშვილის ჩვენებაზე

პატრიარქის სახლში ტერორისტები არ დაგვიმალავს - ანდრიაძის პასუხი ოხანაშვილის ჩვენებაზესოსო ოხანაშვილის სკანდალურ ჩვენებას, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სახლში ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული პირების ყოფნის თაობაზე საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძემ უპასუხა.
– ჩვენთან მოდიან ყველანაირი ტიპის ლაზები, თურქეთის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, ოპოზიცია, ათეისტები, ისლამისტები. პატრიარქის სახლი გადმოცემული გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. ამ სახლში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები. ეს ადამიანები არ შემოპარულან ტყით და ზღვით. ოფიციალურად ჩაურტყეს ბეჭედი და შემოვიდნენ საზღვრიდან. პრობლემები გაუჩნდათ მერე, ალბათ, როდესაც თურქეთში დემოკრატიული ჯგუფების დევნა დაიწყო. ეს ადამიანები არ იყვნენ ისლამისტები, ისინი იყვნენ დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანები. ეს პიროვნებები რომ დაიჭირეს, საქართველოს მთავრობას მათთან პრობლემა არ ჰქონია. გაიმართა სასამართლო პროცესი და ერთი მათგანი გამოუშვეს. დღესაც საქართველოში ცხოვრობს, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.