კატეგორია: აქტუალური

“პუტინი საქართველოს დაემუქრა, ან ვაზიანის ბაზას დაგვითმობთ, ან გადაგბუგავთო”

"პუტინი საქართველოს დაემუქრა, ან ვაზიანის ბაზას დაგვითმობთ, ან გადაგბუგავთო"

ზვიად კუპრავა: “რუსეთი დივერსიებზე გადავიდა” რა კავშირშია გახშირებული ხანძრები კრემლის პოლიტიკასთან, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რა მესიჯი მოვიდა მოსკოვიდან, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება. – გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ერთ-ერთ ვერსიად რუსული დივერსიაც სახელდება. თქვენ რას ფიქრობთ დივერსიის ვერსიაზე? […]

გიორგი მარგველაშვილი: “ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს”

გიორგი მარგველაშვილი: "ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს"

საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის ზონაში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი საგანგებო შტაბში ბორჯომის ხეობაში არსებულ სიტუაციას გაეცნო. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ რთულმა დღეებმა აჩვენა, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს და ქართველებს. მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ადგილზე მომუშავე ადამიანებს, ასევე პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებსაც გაწეული დახმარებისთვის: – თქვენ ჟურნალისტები ყოველწუთიერ რეჟიმში ადევნებთ თვალყურს როგორ მუშაობს შტაბი, ტექნიკა, […]

ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, რჩება რამდენიმე კერა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, რჩება რამდენიმე კერა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის […]

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად 5 ვერტმფრენი მუშაობს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად 5 ვერტმფრენი მუშაობს

ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას პრემიერის ოფიციალური ფეისბუკგვერდი ავრცელებს: – ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში უკვე 5 ვერტმფრენი მონაწილეობს. ხანძრის ჩასაქრობად 1 აზერბაიჯანულ და 2 ქართულ ვერტმფრენთან ერთად, 2 თურქული ვერტმფრენიც ასრულებს საავიაციო სამუშაოებს. ამასთან, საქართველოში უკვე შემოვიდა დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, რომელიც რამდენიმე წუთში ჩაერთვება ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში. ბელორუსიდან კი, მოფრინავს მსოფლიოში […]

 გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა

 გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი დაასახელა. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. აღნიშნული დოჯკუმენტი კონტრასიგნაციისთვის გიორგი კვირიკაშვილის ადმინისტრაციას გაეგზავნა.

 ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ამ ეტაპზე 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი

 ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ამ ეტაპზე 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი

– ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება დროულად ხერხდება. გვაზავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 3 ვერტმფრენი მონაწილეობს. – თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი ქარია. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები. […]

პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს

პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს.ამის შესახებ ,,ნიუპოსტს” პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს. არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი 27 ივნისს გამართა. პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება, თუმცა არჩევნების დანიშვნის შესახებ აქტი, აგვისტოს ბოლოს, ანუ 60 დღით ადრე გამოიცემოდა. მარგველაშვილმა მაშინ განმარტა,რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია, თუმდაც შარშანდელი […]

გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებენ

გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებენ

ლევან ხაბეიშვილი: “აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას” საქართველოს მთავრობის მეთაურ გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკურ კორუფციაში ადანაშაულებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი პრემიერის წინააღმდეგ პროკურატურაშიც აპირებს განცხადების შეტანას. როგორც ხაბეიშვილმა “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადა, ეჭვებს მთავრობის მეთაურის განკარგულება იწვევს, რომლის მიხედვითაც, 62 მუნიციპალიტეტს სასწრაფო წესით უნდა შეეძინა სათვალთვალო კამერები. – მთავრობის განკარგულებით, 62 მუნიციპალიტეტს დაევალა კამერების შესყიდვა. კამერების […]

„ნიუ იორკმა ვერ გამაოცა ისე, როგორც ამერიკულმა სკოლამ” – რას წერს ქართველი მოსწავლე გიორგი ორკოდაშვილი

„ნიუ იორკმა ვერ გამაოცა ისე, როგორც ამერიკულმა სკოლამ" - რას წერს ქართველი მოსწავლე გიორგი ორკოდაშვილი

flex-ის გაცვლითი პროგრამით აშშ-ში მყოფი ერთ-ერთი ქართველი მოსწავლე გიორგი ორკოდაშვილი სოციალურ ქსელში ამერიკული სწავლების მოდელის შესახებ წერს. „ნიუ იორკმა ვერ გამაოცა ისე, როგორც ამერიკულმა სკოლამ. 1 კვირაა უკვე რაც სწავლა დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიცოდი ამერიკული სწავლის სისტემის შესახებ, მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დილით 6 საათზე მიწევს გაღვიძება მაგრამ მაინც დიდი სიხარულით […]

“ამერიკამ პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა”

"ამერიკამ პუტინს საქართველოში შემოსვლა გადააფიქრებინა"

– აგვისტოს თვეში საქართველო ახალ რუსულ აგრესიას გადაურჩა. ვინ და რა ფორმებით აპირებდა ამის განხორციელებას, ამაზე ჩვენი მხრიდან საუბარი ლამაზი არ იქნება. ჩვენ მხოლოდ იმ ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ამ ინფორმაციასაც სრულად ვერ გეტყვით, არის რაღაცები, რაც ხმამაღლა არ უნდა თქვა. რამდენიმე ხნის წინ სწორედ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვით, რომ რუსეთის და […]