მსოფლიოში ელექტრონული ვალუტების პოპულარობა ყოველდღიურად მატულობს. კრიპტოვალუტა ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად იაპონიამ, გადახდის ოფიციალურ საშუალებად უკვე აღიარა. მსოფლიოში არაერთი კომპანია კი საკუთარ ნაწარმს ონლაინ, ბიტკოინისა და სხვა ელექტრონული ვალუტების მეშვეობით ყიდის. ამ ფერხულში საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ერთვება. კრიპტოვალუტების მიმართ ნდობა და ცნობადობა საქართველოში არც ისე მაღალია. ამას „საქმის კურსთან“ ადასტურებენ ის კომპანიებიც, რომლებიც ბაზარზე სწორედ ელექტრონული ვალუტების […]
კატეგორია: აქტუალური
წაღვერის მთაზე ქარის შედეგად ცეცხლის კიდევ ერთი კერა გაღვივდა
საქართველო-რუსეთის საზღვარზე ოსი და სომეხი მძღოლები ერთმანეთს დაერივნენ
საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დარიალის ხეობაში, სიტუაცია დაძაბულია. ამჯერად დაძაბულობის მიზეზი პოლიტიკას არ უკავშირდება და არც ქართულ-რუსული ურთიერთობებია დამნაშავე. დაძაბულობისა და ჩხუბის მიზეზი საზღვარზე არსებული რიგი გახდა. ოსური გამოცემების ცნობით, აქ ჩხუბი ლამის ყოველდღე ხდება, თუმცა აქამდე მძღოლები და მგზავრები სიტყვიერი დაპირისპირებით იფარგლებოდნენ. მერე მიხვდნენ, რომ სიტყვა ყოველთვის არ ჭრის და მუშტებიც მოიშველიეს. ყველაზე ხშირად ერთმანეთში სომეხი […]
“პუტინი საქართველოს დაემუქრა, ან ვაზიანის ბაზას დაგვითმობთ, ან გადაგბუგავთო”
ზვიად კუპრავა: “რუსეთი დივერსიებზე გადავიდა” რა კავშირშია გახშირებული ხანძრები კრემლის პოლიტიკასთან, რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რა მესიჯი მოვიდა მოსკოვიდან, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება. – გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ერთ-ერთ ვერსიად რუსული დივერსიაც სახელდება. თქვენ რას ფიქრობთ დივერსიის ვერსიაზე? […]
გიორგი მარგველაშვილი: “ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს”
საქართველოს პრეზიდენტი სტიქიის ზონაში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი საგანგებო შტაბში ბორჯომის ხეობაში არსებულ სიტუაციას გაეცნო. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ რთულმა დღეებმა აჩვენა, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს და ქართველებს. მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ადგილზე მომუშავე ადამიანებს, ასევე პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებსაც გაწეული დახმარებისთვის: – თქვენ ჟურნალისტები ყოველწუთიერ რეჟიმში ადევნებთ თვალყურს როგორ მუშაობს შტაბი, ტექნიკა, […]
ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, რჩება რამდენიმე კერა
ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის […]
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად 5 ვერტმფრენი მუშაობს
ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას პრემიერის ოფიციალური ფეისბუკგვერდი ავრცელებს: – ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში უკვე 5 ვერტმფრენი მონაწილეობს. ხანძრის ჩასაქრობად 1 აზერბაიჯანულ და 2 ქართულ ვერტმფრენთან ერთად, 2 თურქული ვერტმფრენიც ასრულებს საავიაციო სამუშაოებს. ამასთან, საქართველოში უკვე შემოვიდა დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, რომელიც რამდენიმე წუთში ჩაერთვება ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში. ბელორუსიდან კი, მოფრინავს მსოფლიოში […]
გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი დაასახელა. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. აღნიშნული დოჯკუმენტი კონტრასიგნაციისთვის გიორგი კვირიკაშვილის ადმინისტრაციას გაეგზავნა.
ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ამ ეტაპზე 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი
– ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა თორნიკე გვაზავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება დროულად ხერხდება. გვაზავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 3 ვერტმფრენი მონაწილეობს. – თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი ქარია. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები. […]
პრეზიდენტი არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს ხვალ დაასახელებს.ამის შესახებ ,,ნიუპოსტს” პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს. არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი 27 ივნისს გამართა. პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება, თუმცა არჩევნების დანიშვნის შესახებ აქტი, აგვისტოს ბოლოს, ანუ 60 დღით ადრე გამოიცემოდა. მარგველაშვილმა მაშინ განმარტა,რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია, თუმდაც შარშანდელი […]










