ამერიკის შეერთებულ შტატებში “ნიჭიერის” მე-12 სეზონისთვის შესარჩევი ტური მიმდინარეობს, რომელზეც ქართული ცეკვით მოცეკვავეების ჯგუფი სახელწოდებით “დაკარგული ლეგენდები” წარდგა. Hiddenremote-ის განხილვის მიხედვით, მოცეკვავეებმა ჟიურის 5-ივე წევრის მოწონება დაიმსახურეს და შემდეგ შესარჩევ ტურზე გადავიდნენ, თუმცა მოხვდებიან თუ არა კონკურსანტების საბოლოო სიაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მოცეკვავეებმა “ქართველ მეომართა ცეკვა” შეასრულეს. “ნიჭიერის” ოფიციალური ვებგვერდზე ჯგუფის შესახებ წერია, რომ მოცეკვავეები […]
კატეგორია: აქტუალური
მეუფე ანტონს ფინანსურ მაქინაციებსა და 48 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ
ბაღდათისა და ვანის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე ანტონს ბიზნესპარტნიორები უპირისპირდებიან. კომპანია „ბივაინის“ მფლობელები მეუფეს ფინანსურ მაქინაციებსა და 48 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ: – კომპანიას ხელმძღვანელობს მეუფე ანტონის მეგობარი მამუკა დარჯანია, ახლობელი. ეს იყო ყოფილი სასულიერო პირი. ამ პერიოდში, სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში, კომპანიის სალაროდან გავიდა ეტაპობრივად თანხები და მოთხოვნა იყო, რომ მეუფეს სჭირდებოდა ეს თანხები. ჯამში შეადგინა 38 […]
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 6 თვით საქართველოში ჩამობრძანდება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება. აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული. საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ საქართველოს რეგიონებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობას და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული […]
კვირიკაშვილმა გურიის გამგებელი გია სალუქვაძე მოხსნა
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას 14 აგვისტოს დატოვებს. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს. – სხვა სამსახურში გადავდივარ. თვითმმართველობის არჩევნების ოთხწლიანი ციკლი დასრულდა. ახალი გამგებლები, ახალი გუბერნატორები უნდა მოვიდნენ, მე ასე ვთვლი. ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპზე ამოვწურე, – აღნიშნა გია სალუქვაძემ. სალუქვაძის თქმით, მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. _ ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია […]
შსს: მთაწმინდაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს
– მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს. მისი თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. – მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, […]
მთაწმინდაზე ხანძარია
ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ. ბელინსკის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები ხანძრის კერებთან არიან განლაგებული და ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ადგილზე ასევე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ისინი ტექნიკით მუშაობას ვერ ახერხებენ.
2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1.760 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
შსს-ს სტატისტიკური მონაცემებისთანახმად, 2017 წლის 6 თვეში საქართველოში 1.760 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. თურქეთიდან საქართველოს 874 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. გერმანიიდან 206 მოქალაქის, ხოლო ისრაელიდან – 200 ქართველი გამოადეპორტეს. საქართველოს 78 მოქალაქის დეპორტაცია რუსეთიდან, 56-ის საფრანგეთიდან, ხოლო 37-ის საბერძნეთიდან განხორციელდა.
ირაკლი კობახიძე: „ვემიჯნებით მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს“
პარლამენტის თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრების მოსკოვში ვიზიტს და სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით, მმართველი გუნდი ამ ვიზიტს ემიჯნება. – ეს არ იყო არც ფრაქციის ვიზიტი, ან რაიმე სხვა საპარლამენტო ფორმატით გამართული ვიზიტი. ეს იყო წმინდა პარტიული ვიზიტი. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ვიზიტებს, რომელიც ჩვენი […]
,,8 აგვისტოს ერთად გავაპროტესტოთ ოკუპაცია!“
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზდრული ორგანიზაციის წევრები, 8 აგვისტოს, რუსული ოკუპაციის დღეს, აქცია მსვლელობით გააპროტესტებენ.ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და იქიდან რუსეთის საელჩოსკენ გაემართებიან. – როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და მტერი 400 მეტრშია, ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდებს, პოლიტიკური კუთვნილების და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი უპირველესია, ამიტომ ვაერთიანებთ […]
პოლიციამ “ქართველთა მარშის” ორგანიზატორი გიორგი ონიანი დააკავა
სამართალდამცავებმა “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ონიანი რუსთავში დააკავეს. როგორც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ონიანი ძებნილი იყო სსკ-ის 381 -ე მუხლით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა ლადო სადღობელაშვილმაც. „სასამართლოზე არ გამოცხადების გამოა დაკავებული გიორგი ონიანი! საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება! არ იყო ინფორმირებული, რომ სასამართლო ჰქონდა და იძულების მეთოდით მიჰყავთ […]










