პოლიციამ “ქართველთა მარშის” ორგანიზატორი გიორგი ონიანი დააკავა

პოლიციამ "ქართველთა მარშის" ორგანიზატორი გიორგი ონიანი დააკავასამართალდამცავებმა “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი ონიანი რუსთავში დააკავეს.
როგორც „ნიუპოსტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, ონიანი ძებნილი იყო სსკ-ის 381 -ე მუხლით, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა ლადო სადღობელაშვილმაც.
„სასამართლოზე არ გამოცხადების გამოა დაკავებული გიორგი ონიანი! საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება! არ იყო ინფორმირებული, რომ სასამართლო ჰქონდა და იძულების მეთოდით მიჰყავთ სასამართლომდე! ყველა ფაქტი იმას მეტყველებს, რომ შეგნებულად არ შეატყობინეს“, წერს სადღობელაშვილი.

ნიუპოსტი