დღეს საქართველოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი ეწვევა

დღეს საქართველოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი ეწვევა

 პრემიერის შემდეგ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ოპოზიციას შეხვდება
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაიკ პენსი ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას. მიხეილ ჯანალიძის თქმით, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს მთავრობას და ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან კარგი ურთიერთგაგება ჩამოყალიბებული.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას შეფასებით, ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენიტს ვიზიტის პარალელურად საქართველოში სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ მიმდინარეობს.

აშშ-ს სახემლწიფო მდივანს საქართველოში დღეს ელოდებიან. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეს, აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია.

მაიკლ პენსს თბილისში დღეს საღამოს 19:00 საათისთვის მეუღლესთან ერთად ელოდებიან. ოფოციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება. პირველი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციიაში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გაიმართება, რის შემდგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაეთედება.

შეხვედრისას იგეგმება სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა საკითხის განხილვა, თმცა მთავარ თემად ოკუპაცია განიხილება. საქართველო პრემიერის მოწვევით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი თბილისში 2 დღე დარჩება.

მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილი შეხვედრის გარდა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრას გეგმავს ქვეყნის ოპოზიციურ პარტიებთან. ოპოზიცია შეხვედრაზე რუსეთთან ურთიერთობის საკითხსა და ყველა იმ საკითხზე ისაუბრებს რაც მათი აზრით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის.
– უსაფრთხოების საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა და ქვეყნის შიდა დემოკრატია და დემოკრატიული განვითარება – ამ საკითხებზე გვექნება შეხვედრაზე მსჯელობა, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი წერეთელმა.