ნიუ-იორკში მოკრივე ავთანდილ ხურციძე დააკავეს? – რა ინფორმაცია აქვს ოჯახს

ნიუ-იორკში მოკრივე ავთანდილ ხურციძე დააკავეს? - რა ინფორმაცია აქვს ოჯახსნიუ იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს, ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს.
მოკრივე ავთანდილ ხურციძის ოჯახის წევრები მისი ნიუ-იორკში დაკავების ფაქტს უარყოფენ.ხურციძის ოჯახის ინფორმაციით, სპორტსმენი ისვენებს და 8 ივლისისი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაკავებულებს შორის WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ავთანდილ ხურციძე და შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი, ლევან მაყაშვილი იყვნენ.

ნიუ იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წარმომადგენელს, ე.წ. კანონიერ ქურდებს, რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობისთვის ბრალი წაუყენეს. აღნიშნული ბრალდება სულ 33 ადამიანს წაუყენეს.

აღნიშნული დაჯგუფების საქმიანობა რეკეტს, ძარცვას, მკვლელობას, თაღლითობას, ნარკოტიკების გავრცელებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას მოიცავდა.

ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში, ე.წ. კანონიერი ქურდის რაჟდენ შულაიას, ასევე ზურაბ ჯანაშვილის, აკაკი უბილავას, ჰამლეტ უგულავასა და სხვა კრიმინალების გვარები ფიგურირებენ.

დაკავებულებიდან 18 ადამიანი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა.