მოსამართლეთა ყოველწლიურ კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ღიად უპირისპირდება პარლამენტს. _ პრეზიდენტი შეხვდა არასამთავრობოებს, ე.წ. ექსპერტებს და მათთან ერათად ღიად უპირისპირდება საქართველოს პარლამენტს. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს და არა ერთი რომელიმე ძალის. პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის უთანხმოება საკონსტიტუციო საბჭოს მუშაობამ წარმოშვა.
კატეგორია: აქტუალური
„კოტე იოსელიანი სხვის ნეპოტიზმზე რომ ისაუბრებს, სირცხვილია!“
ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ მაღალი თანამდებობების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელსაც კოტე იოსელიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას იკავებდა. ამასთან, უფლებადამცველი ნაციონალური მოძრაობის წევრის ქონებასაც ასაჯაროებს. ორიოდე სიტყვით კოტე იოსელიანზე! – აი ეს პიროვნება რომ სხვის ნეპოტიზმზე ისაუბრებს აი ეს არის სირცხვილი ! ამონარიდი მისი ბიოგრაფიიდან (გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ მისი სამუშაო გამოცდილება იწყება ნაცების ხელისუფლებაში […]
ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის
რატომ გადაიფიქრა „ოცნებამ“ კვირიკაშვილის მოხნა და ვინ უგეგმავს მმართველ გუნდს რუსთავი 2-ისა და ზოგიერთი მედიასაშუალების ბოიკოტს თვითმმართველობის არჩევნების წინ? დიდი ხანია მიდის მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრს პოსტს დატოვებს. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ კვირიკაშვილის ადგილი შესაძლოა, გიორგი გახარიამ დაიკავოს, რომელიც ამჟამად ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია, მაგრამ „ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე სამთავრობო […]
დავით ასლანიშვილი: ,,საპოლიციო გამოსახლება უნდა არსებობდეს, მაგრამ არც მესაკუთრის უფლება არ უნდა შეილახოს”
აშკარაა, რომ მთავრობა საპოლიციო გამოსახლების ნაწილობრივ აღდგენას გეგმავს: პარლამენტში უკვე შევიდა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის სახელწოდებაა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ”. კანონპროექტის მეთერთმეტე მუხლში განსაზღვრულია გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც ყოფილმა მესაკუთრემ ექსპროპრირებული ქონება უნდა გაათავისუფლოს, კერძოდ, მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობებია განთავსებული – არაუმეტეს 1 თვისა, ხოლო მიწაზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ დგას – არაუმეტეს 14 კალენდარული […]
პირველი ივლისიდან საჯარო მოხელეებს და ხელმძღვანელ პირებს საჩუქრის მიღება ეკრძალებათ
2017 წლის 1 ივლისიდან საჯარო მოსამსახურეებს და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს საჩუქრის მიღება ეკრძალებათ – შესამამისი დადგენილება მთავრობამ მიიღო. საჯარო მოსამსახურემ არ უნდა მიიღოს ისეთი საჩუქარი, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოხდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის კეთილსინდისიერებას და ვალდებულს გახდის საჩუქრის მიმცემის წინაშე. საჯარო მოსამსახურის მიერ სააგანრიშო წლის განმავლობაში ერთი წყაროდან […]
გიორგი კვირიკაშვილი: „ეკონომიკური დანაშაულისთვის ჯარიმა 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება“
ეკონომიკური დანაშაული – დადგენილი ჯარიმის ოდენობა 50 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა: – მოგეხსენებათ, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ჩვენი 4-პუქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილში. ამ ცვლილებებზე იმუშავა ეკონომიკურმა გუნდმა. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა ჯერ კიდევ ბიზნეომბუდსმენობის დროს გიორგი გახარიამ […]
თბილისის მერიაში შევარდნაძის აჩრდილი დადის
– დედაქალაქის მერი ოპონენტებს ხშირად ნაციონალურ წარსულს უხსენებს. ანალოგიური პრეტენზიები ჩემთანაც ჰქონდა, მაგრამ მის გარშემოც მრავლად ყოფილან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის შევარდნაძის კადრები. ერთ-ერთი მათგანი, უკლება, სულაც იგორ გიორგაძესთან მსახურობდა. ამ ხალხს რომ ვუყურებ, ასე მგონია, მერიაში აჩრდილი დადის, აჩრდილი შევარდნაძისა, – აცხადებს “ახალ თაობასთან” საუბარში “ახალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, […]
ცხინვალი მთავრობის გარეშე დარჩა
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი მთავრობის გარეშე დარჩა. ამის მიზეზი ახალად არჩეული პრეზიდენტია, რომელიც თავის გუნდს მაქსიმუმ 2 კვირაში წარადგენს. ცხინვალის მთავრობა გუშინ, 24 აპრილს, გადადგა. აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა დომენტი კულუმბეგოვმა მთავრობის ბოლო სხდომა გამართა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. – მინდა ყველა თქვენგანს მადლობა ვუთხრა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ რესპუბლიკა […]
ვინ არიან მილიონერები მერიაში
„ახალი საქართველო” და “მედიატორი” 2 თვის მანძილზე სწავლობდნენ მერიის მაღალჩინოსნების დეკლარაციებს. როგორც “მედიატორის” წარმომადგენელმა ნინო ყურაშვილმა “ახალ თაობას” განუცხადა, მათ 30 მაღალჩინოსნის დეკლარაცია გამოითხოვეს. აღმოჩნდა, რომ დეკლარაცია მხოლოდ 1 ადამიანს არ ჰქონდა შევსებული. 29 ადამიანიდან 4 პიროვნება მილიონერი აღმოჩნდა. – მილიონერთა სიაში პირველ ადგილს იკავებს კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია. მეორე, მესამე და მეოთხე […]
ყოფილი დეპუტატების შესანახად 4,5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება
გასულ წელს ყოფილი დეპუტატების შენახვა ბიუჯეტს 4,5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. – ჩვენ გვყავს 712 ყოფილი პარლამენტარი, რომლებმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში 4.601.157 ლარი მიიღეს. ქამრების შემოჭერაზე ლაპარაკის ფონზე 4.601.157 ლარი გავიდა ბიუჯეტიდან იმ მიზნით, რომ ყოფილ პარლამენტარებს კომპენსაცია აეღოთ, – აცხადებს “ახალ თაობასთან” საუბარში “ახალი საქართველოს” წევრი თეონა ჭალიძე. მისი თქმით, როცა მოსახლეობის დიდი […]










