„კოტე იოსელიანი სხვის ნეპოტიზმზე რომ ისაუბრებს, სირცხვილია!“

„კოტე იოსელიანი სხვის ნეპოტიზმზე რომ ისაუბრებს, სირცხვილია!“ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე იმ მაღალი თანამდებობების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელსაც კოტე იოსელიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას იკავებდა. ამასთან, უფლებადამცველი ნაციონალური მოძრაობის წევრის ქონებასაც ასაჯაროებს.
ორიოდე სიტყვით კოტე იოსელიანზე!
– აი ეს პიროვნება რომ სხვის ნეპოტიზმზე ისაუბრებს აი ეს არის სირცხვილი !
ამონარიდი მისი ბიოგრაფიიდან (გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ მისი სამუშაო გამოცდილება იწყება ნაცების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და კომეტისებური სიჩქარით ვითარდება):
23 წლის კოტე 2004 წელს ინიშნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, სამართლებრივ საკითხთა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, უფროს ინსპექტორად! მას შემდეგ რაც მან ერთი წელი დაჰყო ამ “პოსტზე”, გადადის საგარეო საქმეთა სამინისტროში (სადაც მას მფარველობს ბ-ნი ვაშაძე და ბ-ნი თარგამაძე) და 24 წლის ასაკში ინიშნება მრჩევლად ! ხაზს ვუსვამ მრჩევლად!!!
2005-2010წწ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველო, მრჩეველი
– სულ რაღაც 5 წელიწადში უკვე ადვილად შესამჩნევია თანამდებობრივი ნახტომი!
2010-2011 წწ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სამმართველოს უფროსი;
2011-2012წწ – საქართველოს საელჩო შვედეთის სამეფოში, უფროსი მრჩეველი (პოლიტიკური);
2012-2014წწ – საქართველოს საელჩო ფინეთის რესპუბლიკაში, საქმეთა დროებითი რწმუნებული;

– აი ახლა ვეკითხები ბ-ნ კოტეს, რომელი ტესტი ან კონკურსი გაიარე ერთი გვანახე ამ თანამდებობებზე რომ ინიშნებოდი ნათესაური და პარტიული ნიშნით?! რა დამსახურებები გაქვს ქვეყნის წინაშე?! გაგვეცი კოტე პასუხი! შენ რა უფლებით საუბრობ სხვის ნეპოტიზმზე, როდესაც თვითონ ხარ “მამიკოს ბიჭი” და სწორედაც რომ მამიკოს ფულით გაქვს ნაყიდი შენი ე.წ. სამსახურეობრივი თანამდებობები! – წერს ლადო სადღობელაშვილი.

„კოტე იოსელიანი სხვის ნეპოტიზმზე რომ ისაუბრებს, სირცხვილია!“სადღობელაშვილი იმ ქონების ნუსხასაც აქვეყნებს, რასაც კოტე იოსელიანი ფლობს.