კატეგორია: აქტუალური

სოსო ცინცაძე: „თუ არასამთავრობოები კომისიას დატოვებენ, ეს კონსტიტუციაზე დიდი დარტყმა იქნება“

სოსო ცინცაძე: „თუ არასამთავრობოები კომისიას დატოვებენ, ეს კონსტიტუციაზე დიდი დარტყმა იქნება“

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ოპოზიციის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შედეგების შესახებ საუბრობს. _ მე გახლდით თავის დროზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად უარს ამბობს მონაწილეობაზე. ეს ძალიან ცუდი იქნება თვითონ კონსტიტუციისთვის, მისი ლეგიტიმაციისთვის, თანაც არც პრეზიდენტი და არც მისი ადმინისტრაცია კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნაში არ […]

რატომ არ გავიდა „ვანოს შოუ“ ეთერში

რატომ არ გავიდა „ვანოს შოუ“ ეთერში

გუშინ, წითელ პარასკევს, რუსთავი 2-ის ეთერში „ვანოს შოუ“ არ გასულა. არხის დირექტორი ეთერში გადაცემის არ გასვლას სოციალურ ქსელით გამოეხმაურა. – “ვანოს შოუ”, რაც მე რ2ის დირექტორი ვარ, არასდროს არ გასულა ეთერში წითელ პარასკევს. მანამდე რა ხდებოდა, ვერ გეტყვით. ეს არაა არხის პოზიცია. რუსთავი 2 ემყარება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს და აცნობიერებს, რომ მისი მაყურებელი მიეკუთვნება განსხვავებულ […]

სოსო მანჯავიძე: „პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირება კონსტიტუციაში არ უნდა აისახოს“

სოსო მანჯავიძე: „პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირება კონსტიტუციაში არ უნდა აისახოს“

–  პრეზიდენტ მარგველაშვილის იდეოლოგიას არ ვიზიარებ. მისი თანამოაზრე არა ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, როცა მას კანონმდებლობით ებრძვიან. პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირება არ უნდა აისახოს კონსტიტუციაში. კონსტიტუციური მოწყობა უმნიშვნელოვანესი საკითხია და პოლიტიკურ კინკლაობას არ უნდა დაუკავშირდეს. დარწმუნებული ვარ, საქართველოსნაირ ქვეყანას ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა სჭირდება, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ მა დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ. მისი […]

„თბილისი ბიძინა ივანიშვილის შემოღობილი ყანა არ არის!“

„თბილისი ბიძინა ივანიშვილის შემოღობილი ყანა არ არის!“

თბილისის მერობის მსურველთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. მმართველი გუნდიდან ვინ იქნება კანდიდატი, ჯერ კიდევ უცნობია. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, შესაძლოა, მერობის კანდიდატი იყოს. „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ალეკო ელისაშვილი არ უარყოფს, რომ ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ მერის არჩევნებში მას უპარტიოდ მონაწილეობა ურჩევნია. – ჯერ არ გადამიწყვეტია, ვიყარო თუ არა კენჭი და, შესაბამისად, რაც […]

15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება

15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

16 და 17 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

16 და 17 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ

 დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, 15 აპრილს მეტროს მუშაობა 00:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება და 23:00 საათიდან მეტროპოლიტენი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. – 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ. მუნიციპალური […]

„კალაძე ივანიშვილისთვის სახიფათოა“

„კალაძე ივანიშვილისთვის სახიფათოა“

მისცემენ თუ არა მერობის მეორე შანსს ნარმანიას, რა კრიტერიუმებით არჩევს კანდიდატებს ივანიშვილი, რა დავალება მიიღო სუს-მა, რატომ დადიან კუნთმაგარი ტიპები საკრებულოში? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება. _ დავით ნარმანია დიდი იმედი აქვს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ისევ ის იქნება. როგორც თავად ამბობს, ეს საკითხი სადღაც 20 მაისისთვის გადაწყდება. […]

NASA არამიწიერ სიცოცხლეს ეძებს

NASA არამიწიერ სიცოცხლეს ეძებს

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) ხვალისთვის მზის სისტემის წყლიან სამყაროებში ახალი აღმოჩენების შესახებ პრესკონფერენცია დააანონსა. ნასას ცნობით, პრესკონფერენცია 13 აპირლს, აშშ-ის დროით 14:00 საათზე დაიწყება და სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჩანიშნული პრესკონფერენციის შესახებ, ნასა მხოლოდ იმას ამხელს, ახალი აღმოჩენები ინფორმაციას მოგვაწვდის ოკეანეების მქონე სამყაროების სამომავლო კვლევების შესახებ, მათ შორის […]

რომელ თეატრებსა და მსახიობებს აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი (სრული სია)

რომელ თეატრებსა და მსახიობებს აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი (სრული სია)

მარჯანიშვილის თეატრი თვეში წლიური მიმღები 1. 880 10560 ლევან წულაძე 2. 640 7680 ეკატერინე მაზმიშვილი 3. 560 6720 მიხეილ გომიაშვილი 4. 400 4800 ნატა მურვანიძე 5. 400 4800 ალ. მახარობლიშვილი 6. 320 3840 ნინო გელაშვილი 7. 400 4800 ზურაბ სტურუა 8. 400 4800 თეიმურაზ კილაძე 9. 320 3840 ქეთევან გეგეშიძე 10. 400 4800 ქეთევან ჩხეიძე […]

პრეზიდენტი: „გულწრფელად გეუბნებით, არ ვატარებ საარჩევნო კამპანიას“

პრეზიდენტი: „გულწრფელად გეუბნებით, არ ვატარებ საარჩევნო კამპანიას“

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. სტუდენტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, არის თუ არა საფუძვლიანი მის მიმართ გამოთქმული ბრალდება იმის შესახებ, რომ აღნიშნული კამპანია პრეზიდენტის ერთგვარი წინასაარჩევნო კამპანიაა. – საკუთარი თავის შესახებ ძალიან ბევრი გავიგე რამდენიმე თვის წინ, გავიგე, რომ ტერორიზს ვუწყობ ხელს, იმით, რომ მოსმენების კანონზე ჩემი აზრი კონსტიტუციურად […]