NASA არამიწიერ სიცოცხლეს ეძებს

NASA არამიწიერ სიცოცხლეს ეძებსაშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA) ხვალისთვის მზის სისტემის წყლიან სამყაროებში ახალი აღმოჩენების შესახებ პრესკონფერენცია დააანონსა.
ნასას ცნობით, პრესკონფერენცია 13 აპირლს, აშშ-ის დროით 14:00 საათზე დაიწყება და სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ჩანიშნული პრესკონფერენციის შესახებ, ნასა მხოლოდ იმას ამხელს, ახალი აღმოჩენები ინფორმაციას მოგვაწვდის ოკეანეების მქონე სამყაროების სამომავლო კვლევების შესახებ, მათ შორის იუპიტერის თანამგზრავ ევროპაზე 2020 წლისთვის დაგეგმილ მისია Europa Clipper-ის შესახებ , რომელმაც უფრო აქტიურად უნდა ეძებოს სიცოცხლე დედამიწის მიღმა.

როგორც პრესრელიზიდან გვამცნობენ, აღმოჩენა ემყარება ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისა და კასინის მისიის მიერ შეგროვილი მონაცემებს; კასინი სატურნსა და მის თანამგზავრებს ბოლო 13 წელია იკვლევს.