ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მინისტრთა კაბინეტში საუბარი არ არის. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს პრემიერის შესაძლო გადადგომის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. „მინისტრთა კაბინეტში მსგავსი საუბრები არ დაწყებულა. გვაქვს დავალებები, რომ არსებული პროექტები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში კოვიდპანდემიის პერიოდში შეფერხებული იყო, გავააქტიუროთ და გუნდში ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ“,- განაცხადა ტიკარაძემ. იპნ
კატეგორია: აქტუალური
“სააკაშვილს აშშ-ის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, დაჭერას ვერ გაუბედავდნენ” – მირიან მირიანაშვილი
პოლიტიკური ორგანიზაცია “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის მომხრეებს მისი პოლიტიკაში დაბრუნება სურთ. – მოვლენები უნდა გადავიდეს სამართლებრივ ჭრილში. უნდა ამუშავდეს სააკაშვილის ქეისი არა მარტო იმ საქმეებზე, რისთვის მიესაჯა მას პატიმრობა. არსებობენ სხვა მომჩივნები. მათაც უნდა მიეცეთ სააკაშვილისათვის სამართლებრივი პრეტენზიების წამოყენების უფლება. – ნაცმოძრაობის წევრების მტკიცებით, სააკაშვილი დასავლეთის ზეწოლით გადაიყვანეს ჰოსპიტალში. […]
ბილდი – “საქართველოში გერმანიის ელჩის მეუღლე ივანიშვილისგან სარგებელს იღებს”
„ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ“- ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გერმანული გამოცემა ბილდი ავრცელებს. სტატიაში საუბარია გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის პროსახელისუფლებო განწყობებზე და ყურადღება გამახვილებულია მისი მეუღლის ევა მარია ქნირშის სამუშაო ადგილზე, როგორც ინტერესთან კონფლიქტის საფუძველსა და კორუფციის შესაძლო მაგალითზე. „მაშინ როდესაც გერმანიის ელჩი საქართველო ჰუბერტ ქნირში არის გამორჩეულად პროსახელისუფლებო, მისი მეუღლე ორმაგ სარგებელს იღებს […]
ივანიშვილი – “ღარიბაშვილი ავტორიტეტი არ იყო, მას არც იურიდიული განათლება ჰქონდა და არც ფინანსური”
“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ბოლო ერთი კვირაა ბერმუდის სასამართლოს ჩვენებებს აძლევს. შაბათის ფორმულამ სასამართლოში ივანიშვილის 3 ჩვენება მოიპოვა. გაირკვა ვის უფორმებდა ქონებას და ვინ არიან ის ადამიანები მისი პირადი გარემოცვიდან, ვის გამოც შესაძლოა დაკარგა სადავო 400 მილიონი. აღსანიშნავია, რომ მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა საქართველო დატოვა, თუმცა შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ის ბერმუდის სასამართლოს […]
სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში შეიყვანეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე გადაიყვანეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად სპეციალური პალატა მზადაა. ადგილზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. იპნ
დავით ზურაბიშვილი – “არ მესმის, რატომ გადაეკეტათ ასე ტვინი მიშას კლინიკაში გადაყვანაზე”
პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანაზე საუბრობს. – როგორ წარიმართება პროცესები ქვეყანაში? – პროცესები ძალიან ცუდად წარიმართება და საქმე ან ცუდად იქნება, ან კიდევ უფრო ცუდად. – სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ სააკაშვილს? – მე მგონია, რომ მოუწევთ. თუ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოუწევთ. სტრასბურის პოზიციაც მნიშვნელოვანია. მე საერთოდ არ მესმის, რატომ გადაეკეტათ […]
“მტერიც კი არ უნდა დაამცირო ასე, არათუ ყოფილი პრეზიდენტი” – კახა კოჟორიძე
იურისტი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პატიმართან ურთიერთობაში ხელისუფლება სახეს კარგავს. – სულაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ არის პატიმარი, რიგითი მოქალაქე თუ ყოფილი პრეზიდენტი. ადამიანი, მტერიც რომ იყოს, არ უნდა დაამცირო. კიდევ უფრო რთული და მძიმეა იმის გააზრება, რომ გავრცელებული კადრები შემთხვევით კი არ არის მოხვედრილი მედიასივრცეში, არამედ მიზანმიმართულად. – რითი ხსნით […]
როდემდე დაიმალებით?! – უდუმაშვილი ჯანდაცვის მინისტრს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, მიმართავს: “მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, რომელიც ერთი თვეა დამალულია და რომლის პასუხისმგებლობაა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – როდემდე დაიმალებით ან თქვენ, ან სხვები?! როდემდე დაიმალებით?! ყველას მოუწევს პასუხისგება იმ ქმედებებზე, რომელსაც ჩადიან დღეს არა მხოლოდ სააკაშვილის წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. ესაა სახელმწიფოს ფეხქვეშ […]
თაკო ჩარკვიანი – “ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას ანგრევენ”
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში თაკი ჩარკვიანი ამბობს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი იმ ადამიანებს ებრძვის, რომლებიც სააკაშვილს გვერდით უდგანან: – ეს მას და მის მეუღლეს დიდი ხანია აღიზიანებთ. – ანტიმიშისტებად ჩამოყალიბდნენ? – ეს კომპლექსები აქვთ, აბა რა. სააკაშვილთან ბრძოლაში 2016 წელს ნაციონალური მოძრაობა გაყვეს, მერე სააკაშვილის ჯიბრით „ძალა ერთობაშიას” ეტაკნენ. მერე 20 ივნისს აქციას დაუგდეს მუხტი. მერე იმ […]
შოკისმომგვრელი კადრები – როგორ შეიყვანეს სააკაშვილი გლდანის ციხეში – ვიდეო
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ავრცელებს. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესახლებას, პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწყებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი […]