ბილდი – “საქართველოში გერმანიის ელჩის მეუღლე ივანიშვილისგან სარგებელს იღებს”

ბილდი - "საქართველოში გერმანიის ელჩის მეუღლე ივანიშვილისგან სარგებელს იღებს"„ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ“- ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გერმანული გამოცემა ბილდი ავრცელებს.

სტატიაში საუბარია გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის პროსახელისუფლებო განწყობებზე და ყურადღება გამახვილებულია მისი მეუღლის ევა მარია ქნირშის სამუშაო ადგილზე, როგორც ინტერესთან კონფლიქტის საფუძველსა და კორუფციის შესაძლო მაგალითზე.

„მაშინ როდესაც გერმანიის ელჩი საქართველო ჰუბერტ ქნირში არის გამორჩეულად პროსახელისუფლებო, მისი მეუღლე ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოს ხელისუფლებასთან გაფორმებული კონტრაქტითა და ოლიგარქის უნივერსიტეტში დასაქმების გზით.

ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ელჩი 2018 წლიდანაა, იქამდე ის 4 წლის განმავლობაში გერმანიის საგარეო უწყებისთვის მოსკოვში მუშაობდა.

ამის შემდეგ ქნირშს მუდმივად ადანაშაულებდნენ ცალმხრივი განცხადებების გაკეთებაში მმართველი პარტიისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ, რომელიც პარტიის უკან დგას.

ელჩის მეუღლე ევა მარია ქნირში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მოწვეულ ლექტორად მუშაობს.

„ჩვენი კლიენტი “მოწვეული ლექტორის” თანამდებობას იკავებს და შესაბამის ანაზღაურებას, სასწავლო საათების მიხედვით იღებს”, – უთხრეს ქალბატონი ქნირშის ადვოკატებმა ბილდს.

2020 წლის ივნისიდან, ქალბატონი ქნირში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის შვილობილ კომპანია TUM International-ში შტატგარეშედ, “საქართველოს წარმომადგენლის” პოზიციაზე მუშაობს.

მიუნხენში დაფუძნებული კომპანიის ვებგვერდზე ნათქვამია: “TUM International საქართველოს მთავრობის დავალებით, რამდენიმე წელია კონსულტაციას უწევს KIU-ს”.

აქედან გამომდინარე, გერმანიის ელჩის ცოლი ორმაგ სარგებელს იღებს საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცისა და ძალაუფლების მქონე ოლიგარქისგან, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკან დგას. ერთი მხრივ, უშუალოდ უნივერსიტეტში მუშაობით, რომელსაც ის [ივანიშვილი] დიდწილად აფინანსებს. მეორე მხრივ, გერმანულ კომპანიაში მუშაობით, რომელიც კონსულტაციას უწევს სამთავრობო ოლიგარქის უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის დავალებით.

იპნ