პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამავდროულად „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, თბილისის ოლქებში პარტიის დელეგატები წარადგინა. მათ შორის, ყოფილი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანიცაა. დიდუბე-ჩუღურეთი — გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დიდუბე-ჩუღურეთის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი; მთაწმინდა-კრწანისი — დავით კაჭარავა, დეპუტატი; ვაკე — ზუკა რურუა, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი; საბურთალო — აკაკი ალადაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი; ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე, რაიონის ყოფილი […]
კატეგორია: აქტუალური
„ოცნება” – „არჩევნების შემდეგ ენმ და ყველა მისი სატელიტი პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“
არჩევნების შემდეგ „ოცნება” სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება” განცხადებაში ასევე წერია, რომ “ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის” […]
„ოცნებამ“ პრეზიდენტის ვეტო გადალახა – რუსული კანონი მიღებულია
გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს
საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. განცხადება მან ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. შოთაძის თქმით, მკურნალობის პროცესს გადის და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. ის წერს, რომ პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა. შოთაძე 2020 წლის 18 თებერვალს აირჩიეს საქართველოს გენერალურ პროკურორად. იხილეთ განცხადება […]
პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი […]
„ბიჭი გაიტაცეს და ჩუმად უმოწყალოდ სცემდენენ” – ვიდეო
ჰექტრობით მიწა 1 ლარად – რა ქონების პატრონია შალვა პაპუაშვილი
ამ კვირაში კითხვები პარლამენტის თავმჯდომარის ქონებაზე გაჩნდა. ირკვევა რომ შალვა პაპუაშვილმა 20 ჰექტარი ტყე და 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კახეთში, სოფელ ვაქირში, ბიძაშვილისგან სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, 2020 წელს საკუთრებაში დაირეგისტრირა. პაპუაშვილი ამტკიცებს რომ აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს, რადგან ქონება ბაბუის, ზურაბ პაპუაშვილის საკუთრება იყო, შემდეგ მხოლოდ ამის გადაფორმება და რეესტრში გატარება მოხდა. […]
ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სცემა – ვიდეო
პრეზიდენტმა ლაზარე შეიწყალა
Daily Mail – ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრებ
ბრიტანული ტაბლოიდი, Daily Mail „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე, ბერა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ამბობს, რომ ბერა ივანიშვილი, რომელიც პრო-პუტინისტი მამის მრავალმილიარდდოლარიანი ქონების მემკვიდრეა, ბრაზილიაში ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლური სანქციები “ოცნების” დამფუძნებლის ქონებას დაემუქრება. სტატიის მიხედვით, “ვარაუდობენ, რომ ბერა ბრაზილიაში გაგზავნეს მამის ბრძანებით, თავის დაზღვევისთვის”, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა […]










