სალომე ზურაბიშვილი – „კულტურის სამინისტროს საერთოდ გაუქმების მომხრე ვარ“

სალომე ზურაბიშვილი - „კულტურის სამინისტროს საერთოდ გაუქმების მომხრე ვარ“„მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ ფორმით კულტურის სამინისტროს არსებობა დრომოჭმული პრაქტიკაა და ფიქრობს, რომ უწყებას დაქვემდებარებული ინსტიტუტები, დამოუკიდებლად უფრო ეფექტურად იმუშავებს. გარდა ამისა, პრეზიდენტი დასძენს, რომ ქართული კულტურის პოლიტიკა იმავე დღეშია, რაც ქვეყანა, რომელსაც მისი ხელისუფლება ევროპის კართან ბლოკავს. მინისტრი თეა წულუკიანი, ზურაბიშვილის შეფასებით, მხოლოდ სიმბოლოა კულტურის სფეროში არსებული პრობლემების.

„თუ ქვეყანა არ გადარჩება, მაშინ არც კულტურა გადარჩება. თუმცა შეიძლება, რაღაც ფორმით იარსებოს. კულტურა ყოველთვის იყო ის, რაც ყველაფრის მიუხედავად ცოცხლობდა. პირველი მიზანი უნდა იყოს ქვეყნის გადარჩენა, რაც 26 ოქტომბერს გადაწყდება.

მე პირადად მომხრე ვარ, კულტურის მინისტრის საერთოდ გაუქმების და სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის, ფონდებისთვის მეტი შესაძლებლობების და დაფინანსების მიცემის. ამ საკითხს სჭირდება შესწავლა. მე მგონია, თანამედროვეობა ამას მოითხოვს და არა იმ ძველ ფორმებს, როცა ერთი სამინისტროს ცდილობს, ყველაფერი [დაიქვემდებაროს]. ძეგლთა დაცვის სააგენტო ბევრად კარგად მუშაობდა ცალკე, ვიდრე ახლა. ცალკე სააგენტოს თავის თავზე არის პასუხისმგებელი ბიუჯეტური დახმარება საჭიროა, მაგრამ ასევე შეიძლება მოიპოვონ ცალკე დაფინანსება, კერძო სექტორი იყოს ჩართული“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ასევე ემხრობა მეცენატის კანონმდებ