კატეგორია: აქტუალური

იაგო ხვიჩია – “საქართველოს ყველა მოქალაქეს იარაღის ტარების უფლება უნდა ჰქონდეს”

იაგო ხვიჩია - „პარლამენტში შესვლა მინდა, მაგრამ ვერ შევდივარ“

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მათი პარტიის ერთ-ერთი პოლიტიკური პროექტია იარაღის ტარების ლეგალიზაცია: – ჩვენი აზრით, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს იარაღის ტარების უფლება. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. – რატომ უნდა ჰქონდეს? ეს უფრო არ გაზრდის კრიმინალს? – ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და აგერ არიან რუსები, რომლებიც შემოდიან და ჩაგრავენ ჩვენ მოქალაქეებს. ამ […]

“ივანიშვილის წასვლის შემდეგ “ოცნებამ” გამშველებელი დაკარგა” – გიგლა ბარამიძე

გიგლა ბარამიძე - "ნინო სანდოძე ბადრი ბიწაძეს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ასამართლებდა"

პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – თბილისის ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს კალაძის გუნდისთვის დარტყმის მიყენებად აფასებენ. – ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ. მისი წასვლით “ქართულ ოცნებაში” დაკარგეს ლიდერი, დავების მომგვარებელი და გამშველებელი. თავიდან ისინი დაიბნენ. დაბნეულობის სტადიას, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა დაპირისპირება. მთავარია, ზიანი არ […]

გომელაური გახარიას წინააღმდეგ – პრემიერის კადრებს შსს-დან უშვებენ

გომელაური გახარიას წინააღმდეგ - პრემიერის კადრებს შსს-დან უშვებენ

შსს-ში კადრების ხელახალი გადანაწილება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მინისტრი გომელაური არ მალავს თავის ინტერესებს ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას კადრები ნაცვლდება და პრემიერის გუნდს უშვებენ სამინისტროდან – საბანაძე, ბორცვაძე და სხვები მიდიან, მაგრამ გიორგი გახარია მათ ბედის ანაბარა არ ტოვებს – ზოგი დამსახურებულ პენსიაზე გავა, ზოგს კი პოლიტიკურ თანამდებობაზე […]

“ქართული ოცნება” – 31%, ნაციონალური მოძრაობა – 5% – ენდიაის კვლევა

"ქართული ოცნება" - 36%, ნაციონალური მოძრაობა - 15% - აირაის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დეკემბრის თვეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ასეთია „ქართული ოცნება”. 5%-ის აზრით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება სხვა პარტიებს (“პატრიოტთა ალიანსი”; “სტრატეგია აღმაშენებელი”; “გირჩი”; “ევროპული საქართველო”; “ლელო”; “ლეიბორისტული პარტია”) ჯამურად გამოკითხულთა 9%-ის შეხედულებებთანაა ახლოს. ამასთან, ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 24%-მა პასუხისგან თავი შეიკავა, 25%-მა კი […]

“გახარიას პენსიაზე გაუშვებენ და ნაციონალებს გადააბარებენ ხელისუფლებას” – ლევან ჩაჩუა

"გახარიას პენსიაზე გაუშვებენ და ნაციონალებს გადააბარებენ ხელისუფლებას" - ლევან ჩაჩუა

“ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას დიდი პრობლემები აქვს: – ყველაზე საცოდავად “ოცნებაში” გამოიყურება პრემიერი გახარია. მას გუნდიც კი არ ჰყავს, სამ-ოთხ კაცს თუ არ ჩავთვლით. არადა, რეიტინგით გიორგი გახარია სხვებს უსწრებს. გახარიას მძიმე დროს უხდება პრემიერობა. მას, ალბათ, კიდევ ამუშავებენ, რამდენიმე თვეში კი პოლიტიკურ პენსიაზე გაუშვებენ. ღმერთმა უწყის, ვისით ჩაანაცვლებენ. […]

“მერაბიშვილს ივანიშვილის ბიზნესცენტრის დარბევა უნდოდა” – პეტრე მამრაძე

"მერაბიშვილს ივანიშვილის ბიზნესცენტრის დარბევა უნდოდა" - პეტრე მამრაძე

ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დროული იყო იმ მხრივ, რომ მას არ სიამოვნებს პოლიტიკაში ყოფნა: – როცა ადამიანს ძალიან არ სიამოვნებს, რომ არის საჯარო სივრცეში, მით უმეტეს (მას შევხვედრივარ და ვიცი მისი დამოკიდებულება პოლიტიკისადმი) არავითარ შემთხვევაში არ გაეკარებოდა, რომ არ დაენახა, სხვა გზა არ იყო, მისი ხალხი იღუპებოდა. […]

საქართველომ რუსეთს სტრასბურში დავა მოუგო

2008 წლის აგვისტოს ომი - ცხინვალში მცხოვრები ოსი მოქალაქეების 3 საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურის სასამართლომ დაუშვებლად ცნო

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველომ რუსეთს სტრასბურის სასამართლოში დავა მოუგო. აღნიშნულთან დაკავშირებით წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის […]

გახარიამ ვიცე-პრემიერებად ცქიტიშვილი და ზალკალიანი დანიშნა

გახარია - "პანდემიის მეორე ტალღა იწყება"

საქართველოს ორი ახალი ვიცე-პრემიერი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისრტრი მაია ცქიტიშვილი მთავრობის სხდომაზე წარადგინა. „დღეს ჩვენ სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტ-კოვიდური ეკონომიკური აღდგენა. ამიტომ დღეს მინდა წარმოგიდგინოთ პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკური საკითხების მიმართულებით, ეს გახლავთ მაია ცქიტიშვილი. გარდა ამისა, მეორე საკითხი, […]

“ოცნებაში” მთავარი დაპირისპირება კალაძესა და კობახიძეს შორისაა”- ანი მიროტაძე

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ - რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებაში” დაწყებულია ძალაუფლებისთვის ბრძოლა, – ვისა და ვის შორის არის ბრძოლა? – პირველი, ეს არის კობახიძე, კალაძე თავისი გუნდით და გახარია. მე უფრო დიდ დაპირისპირებას ვხედავ კობახიძესა და კალაძეს შორის. – აქამდე ხომ ერთ გუნდში იყვნენ? – მაშინ ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ. ახლა, როდესაც ქოლგა […]

„ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, გახარიას კალაძე შეცვლის“

„ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, გახარიას კალაძე შეცვლის“

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, მმართველი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება. “შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა. ინფორმაციას პრესამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, რადგან ის სამუშაო ვიზიტით არ წასულა. ოფიციალური […]