ნინო ბურჯანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ახალ პარლამენტს ყველაფერში შეექმნება პრობლემა – უცხოეთის დელეგაციები ვერ დაკომპლექტდება. პარლამენტი პრაქტიკულად ხეიბარია. ისედაც ხეიბარი იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის ხელში და ახლა მით უმეტეს. _ კვორუმისთვის 76 ხმაა საჭირო, „ოცნებას“ კი მხოლოდ 90 დეპუტატი ჰყავს. იმის გათვალისწინებით, რომ გაცდენები არც თუ ისე მცირეა ხოლმე და მოუწევთ სრული მობილიზება. […]
კატეგორია: აქტუალური
გრიგოლ ვაშაძე ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს
გრიგოლ ვაშაძე ფეისბუქიზე წერს. „მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან. უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. 2017 წლის იანვრიდან, ოთხი წლის განმავლობაში, ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც ჩემს მოკრძალებულ ძალებში იყო, იმისათვის, რომ პარტია გაზრდილიყო, გაეძლიერებინა საკუთარი პოზიციები, დარჩენილიყო მთავარ ოპოზიციურ გაერთიანებად და შედეგად მიეღო საქართველოს მოქალაქისგან მანდატი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. […]
პირბადეების თვითღირებულება 13 თეთრია – როგორ მდიდრდებიან პანდემიის დროს საქართველოში?
გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე საქართველოში პირბადეების ფასის 15 თეთრამდე შემცირებას ითხოვს. როგორც მან „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა, პანდემიის დროს პირბადეებზე ფულის შოვნა არის ღალატი. მისივე თქმით, ფარმაკომპანიები და აფთიაქები პირბადეების რეალიზაციაზე 200 და 300 პროცენტიან მოგებას აკეთებენ, რაც მიუღებელია. „ჩვენ ვამბობთ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი საუკეთესო წამალი და „ვაქცინა“, რაც გვაქვს, არის […]
“გიორგი გახარია ვანო ჩხარტიშვილის კადრია”
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნახევარი მინისტრთა კაბინეტი მაინც შეიცვლება. – ამბობენ, რომ ტიკარაძის კანდიდატურაც განიხილება პრემიერად, ეს რამდენად სერიოზულია? – შიგნით ასეთი პირობაა დაყენებული, ვინც ადგება და მოერევა გახარიას, სწორედ ის დაინიშნება პრემიერად. გახარიას ვერ ერევიან, ვერ გამოუნახეს ამ ადამიანს მიზეზი, რის გამოც სერიოზულად შეიძლება მისთვის შარის აგორება. – იმის თქმა […]
“სამართლიანი არჩევნები” – “ხმების პარალელური დათვლის შედეგად პარტიების მანდატების რაოდენობა უცვლელი დარჩა”
„სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს ავრცელებს. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა; შეიცვალა სხვა პარტიების შედეგებიც. პირველადი შედეგებით, ნაციონალურ მოძრაობას – 26.4% ჰქონდა, ახლა კი – 27.4% აქვს; ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის – პირველადი მონაცემებით – 3.7%, შესწორებულით – 3.8% შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა […]
თეა წულუკიანი განათლების კომიტეტამდე ჩამოალაბორანტეს
“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა ის პირები, ვინც მე-10 მოწვევის პარლამენტში საკვანძო თანამდებობებს დაიკავებს. „ხვალ გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პარლამენტის საკვანძო თანამდებობების პირების არჩევაა. საბოლოო კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვინ რომელ პოზიციაზე იქნება წარმოდგენილი. უკვე იცით, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება. ის წარმატებული […]
ნატალია ილიჩოვა ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას ითხოვს
კარტოგრაფების საქმე – დაკავებული ნატალია ილიჩოვა თვლის, ირაკლი ღარიბაშვილიც უნდა გამოიკითხოს. ილიჩოვა უფლებადამცველებმა დღეს მოინახულეს და საქმის მასალები გააცნეს. კარტოგრაფი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს: “უფრო მეტად გააძლიერა სასამართლოს გადაწყვეტილებამ, როდესაც მან არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან, თავდებობასთან დაკავშირებით, მან დაინახა, რომ სასამართლო სრულად მოქცეულია პოლიტიკური გავლენების ქვეშ, უნდა გამოიკითხოს ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა ყველანაირად […]
“ტიკარაძე ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, განათლების მინისტრი დასაჭერია” – ვატო სურგულაძე
სამედიცინო ექსპერტი, პარტია „ლელოს“ წევრი ვატო სურგულაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ უნდა გადადგეს ეს მთავრობა და დაინიშნოს ტექნიკური მთავრობა. – ეს რას შეცვლის? – ბევრი რაღაცა შეიცვლება, ტექნიკურ მთავრობაში ტიკარაძეები კი არ იქნებიან მმართველები, იქნება ხალხი, ვისაც შეუძლია მართვა. გამოცდილება აქვს, ცოდნა და პასუხისმგებლობა. – დღეს ისრები მთლიანად მიმართულია ტიკარაძისკენ. ტიკარაძეა მთავარი პრობლემა, ის […]
არჩილ თალაკვაძე – “განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება”
არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქში დაწერა: “განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას […]
ჯონდი ბაღათურია – “1938 წლის რუკით, უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოში შედის”
ჯონდი ბაღათურია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში დავით გარეჯის თემაზე საუბრობს: – აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დავით გარეჯთან დაკავშირებით სამი დოკუმენტი შედგა. ერთი დოკუმენტი შედგა 1920 წლის 12 ივნისს, ეს არის აღსტაფის საზავო ხელშეკრულება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის. მაშინ საქართველოს გასაბჭოება ჯერ კიდევ მომხდარი არ იყო. ამ ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიას ეკუთვნოდა […]










