კატეგორია: აქტუალური

სოზარ სუბარმა ხმების 164% მიიღო, ირაკლი ჩიქოვანმა – 118%

სოზარ სუბარმა ხმების 164% მიიღო, ირაკლი ჩიქოვანმა - 118%

არჩევნების მეორე ტურში დარღვევები დაფიქსირდა, მათ შორის, ქარელის საარჩევნო უბანში, სადაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რამდენიმე ბიულეტენი აღმოჩნდა. დარღვევები იყო თერჯოლაშიც, სადაც საარჩევნო ყუთში, საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ასევე გრიგოლ ვაშაძის ბიულეტენები აღმოაჩინეს. ბიულეტენები, რომლებიც დაუდგენელი იყო, საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო. #27 საარჩევნო ოლქში კი, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს ამომრჩეველთა ხმების 118,08 % პროცენტი ჰქონდა. მსგავსი […]

გახარია – “150.000 კომპანია შეძლებს დღგ-ის მომენტალურად დაბრუნებას”

გახარია - "პანდემიის მეორე ტალღა იწყება"

დაახლოებით 150.000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. „კოვიდ 19-თან ბრძოლასთან ერთად გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა – ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე […]

სააკაშვილი – “ვერავინ მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენს თავისუფლებას ეწინააღმდეგება”

სააკაშვილი - "2003 წელს შევარდნაძე ამათზე ბევრად მაგრად იდგა და გაყალბების საბუთებიც ნაკლები გვქონდა"

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილმა ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის კონტექსტში და აღნიშნა: „გვეუბნებიან: კი არჩევნები გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მაინც რაღაცაზე მოილაპარაკოთ“. „ჯერ ერთი მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფო მდივნის დელეგაციის შეხვედრა დაანონსებული არ […]

“გადაიხადოს 41 ლარი” – ბექა ბასილაია ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის

"გადაიხადოს 41 ლარი" - ბექა ბასილაია ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის

ადვოკატ ბექა ბასილაიას თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეაქვს. „ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სრულიად აბსურდულ საქმეზე და პატიოსან ადამიანებს, ომის ვეტერანებს, ტაქსის მძღოლებს, დაატარებენ ხან სუს-ში, ხან სასამართლოში და მათ მიმართ გაისმის ბრალდებები, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმეს დესტაბილიზაციის და არეულობის მცდელობას. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ირაკლი […]

სად გაქრა ბადრი ესებუა? – “40-დან 40-ვე ტყვიას მიზანს ზუსტად ახვედრებდა”

სად გაქრა ბადრი ესებუა? - "40-დან 40-ვე ტყვიას მიზანს ზუსტად ახვედრებდა"

თითქმის ერთი თვე გავიდა “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმიდან, თუმცა შსს-ს მიერ იდენტიფიცირებული 32 წლის ბადრი ესებუას კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. პირი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარაც ჰქონდა, 21 ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათისთვის შეიჭრა ბანკში და 43 კაცი მძევლად აიყვანა. მათი ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500.000 დოლარსა და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, ბანკის […]

სააკაშვილი – “არავის არ წავართმევ არც კაბინეტს და არც თანამდებობას”

სააკაშვილი - "2003 წელს შევარდნაძე ამათზე ბევრად მაგრად იდგა და გაყალბების საბუთებიც ნაკლები გვქონდა"

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქში დაწერა: „მეგობრებო, ახლა ჩემი როლის შეფასება და ჩემზე საუბარი არ არის მთავარი თემა. მთავარი თემა არის ერთიანობა, გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ, მოდით, ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას. მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას თვითონ მიუჩენს თავის ადგილს. მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში. მე რაც […]

გოგორიშვილი ჟვანიას – “მოსწავლეებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულაც არ იცით!”

გოგორიშვილი ჟვანიას - "მოსწავლეებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულაც არ იცით!"

გრცხვენოდეთ, მოსწავლეებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულაც არ იცით – ასე მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ევროპული საქართველოს წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა. უნდა გრცხვენოდეთ, რომ სკოლის ბავშვებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულაც არ იცით. დღეს უკვე ამტკიცებთ, რომ წერა-კითხვაც არ იცით…” ცნობისთვის, ცესკოში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით სხდომა მიმდინარეობს, სადაც პარტიების საჩივრებს განიხილავენ.

“ეს ძალიან კარგი 5 წელი იყო” – ვაისმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

ვაისი - "ნიკა მალის შეცდომამ 2 ქულა დაგვაკარგვინა"

ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციამ “ტვიტერით” გაავრცელა. “ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ”, – განაცხადა ვაისმა. მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა. […]

თეა წულუკიანს “ოცნებაში” პრემიერობისთვის ამზადებენ – სად წავა გახარია?

თეა წულუკიანი - "ჩვენ ყველა უბანზე დამაჯერებლად ვიმარჯვებთ"

31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიმართ ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, მმართველი გუნდი პარლამენტისა და მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება. “ინტერპრესნიუსისთვის“ ცნობილი გახდა რამდენიმე შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თაობაზე, რომელზეც სახელისუფლო პარტიაში ჯერ მხოლოდ კულუარულად საუბრობენ. სააგენტოს ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე და სიის მეოთხე ნომერი თეა წულუკიანი სავარაუდოდ, პარლამენტის წევრი არ გახდება და საპარლამენტო პოსტის დაკავების ნაცვლად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდება – […]

ხათუნა ლაგაზიძე – „ირაკლი კობახიძემ „ოცნებას“ ცელი გამოუსვა“

ხათუნა ლაგაზიძე - "სააკაშვილის დონის ლიდერი დღეს საქართველოში არ არის"

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ “ქართულ ოცნებას” ცელი გამოუსვა. _ გამოაგდეს ფარული ჩანაწერები და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ისევ გვისმენენ. ეს რას ნიშნავს? _ როცა მოქმედ დეპუტატს უსმენენ, ეს თავისთავად დანაშაულია და მეორე მხრივ დანაშაულია ისიც, როდესაც დაუსჯელობის განცდა აქვს ტელეკომპანიას, როდესაც კანონის დარღვევით მოპოვებულ მასალას უშვებს ეთერში. ანუ კანონთან […]