აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გახდება

აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გახდებაჯო ბაიდენი აშშ-ის სახელმწიფო მდივნად, სავარაუდოდ, ანტონი ბლინკენს, გაეროში აშშ-ის ელჩად კი – ლინდა ტომას-გრინფილდს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პრეზიდენტთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ენტონი ბლინკენს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ლინდა ტომას გრინფილდი კი ობამას მმართველობის პერიოდში 2013 წლიდან 2017 წლამდე აფრიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მსახურობდა.

ჯო ბაიდენი თავისი კაბინეტის შემადგენლობის ნაწილს სამშაბათს დაასახელებს.

იპნ